სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

ორალიზმი

სქესობრივი ქცევის ამ ტიპის დარღვევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული სუბიექტი ორგაზმს აღწევს მხოლოდ და მხოლოდ მისი სასქესო ორგანოების, პარტნიორის ტუჩებით ან/და ენით გაღიზიანებით. ამასთან, ჩვენ ეს მოვლენა უნდა განვასხვავოთ ორალურ-გენიტალური მოფერებისგან, რომელიც ნორმალური სქესობრივი ცხოვრების პროცესში ერთ-ერთ აღგმზნებ საშუალებას წარმოადგენს.

უდაოა, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოფერების პრაქტიკაა შესაძლო პირველი საფუძველი ორალიზმის შემდგომი ფორმირებისა, თუმცა მისი ფორმირების მექანიზმი მთლიანად ამ უკანსკნელის მსგავსია პათოლოგიური ავტოეროტიზმის დროს. ე.ი. მას საფუძვლად უდევს ამ ტიპის სექსუალური აღგზნების მუდმივი კოდირება, შემდგომი ორალურ-გენიტალური კონტაქტების ჩანაცვლებით, როგორც სექსუალური კმაყოფილების მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება ამ სუბიექტისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ორალიზმი სექსუალურ პათოლოგიათა (მათ შორის პარტნიორულ) რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ზოგიერთი კავშირის დროს იგი აკმაყოფილებს ორმხრივ მოთხოვნილებებს და არ ქმნის რაიმე სექსუალურ პრობლემას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პარტნიორების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჯნულია, რაც საბოლოოდ იწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს.

 


თავის პრაქტიკაში სექსოლოგი ორალიზმს, როგორც პრობლემას ხვდება შემდეგ სიტუაციებში: 


- ორალიზმი როგორც პარტნიორებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ან როგორც სექსუალური შეუთავსლებლობის კომპლექსის განვითარების მიზეზი; 
- ორალიზმი, როგორც დევიაციური სექსუალური ქცევების (მაგ: პედოფილიური ან ზოოფილიური) განვითარების წყარო; 
- ორალიზმი, როგორც ჰომოსექსუალური ქცევის წყარო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ორალიზმი შეიძლება გამოიწვიოს ორალურ-გენიტალური კონტაქტების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ ჰეტეროსექსუალურ კავშირებში, ე.ი. ამ სიტუაციაში სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ჰომოსექსუალრი გზით ატარებს შემცვლელ ხასიათს. უფრო იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი ქცევა განპირობებულია ჰომოსექსუალური ტენდენციების ფარული ან მორიდებული გამოვლენით. ამასთან, ორალიზმმა შეიძლება ჩახმახის როლი ითამაშოს სექსუალური სურვილების ჰომოსექსუალური ორიენტაციისკენ განვითარებაში. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4