სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კბილის დაავადებები

კარიესი

კბილის კარიესი ეს არის პათოლოგიური პროცესი. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დესტრუქციული პროცესი, რომლის შედეგადაც ვითარდება მაგარი ქსოვილების დაშლა და ყალიბდება ე.წ. კარიესული ღრუ.

 

არჩევენ კარიესის შემდეგ ფორმებს:

 

1. ლაქის სტადია- პაციენტი უჩივის მხოლოდ ესთეტიკურ დეფექტს. ტკივილი არ აღენიშნება. დათვალიერების დროს შესაძლებალია აღმოვაჩინოთ თეთრი ან ყავისფერი ფერის ლაქა კბილის ზედაპირზე.

2. ზედაპირული კარიესი – პაციენტი უჩივის ხანმოკლე ტკივილს მექანიკურ და თერმულ გამღიზიანებელზე. დათვალიერების დროს აღმოვაჩენთ მცირე ზომის ღრუს.

3. საშუალო კარიესი – პაციენტი უჩივის ტკივილს მექანიკურ, ქიმიურ და თერმულ გამღიზიანებელის მიმართ, რომელიც სწრაფად გაივლის გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შედეგად. დათვალიერების დროს აღმოვაჩენთ საშუალო ზომის ღრუს.

4. ღრმა კარიესი – პაციენტი უჩივის დიდი ზომის ღრუს, ტკივილს მექანიკურ, ქიმიურ და თერმულ გამღიზიანებელის მიმართ, რომელიც მოცილების შემდეგ ქრება. კარიესის მკურნალობა: კარიესის მკურნალობა მოიცავს დაზიანებული კბილის ზედაპირის მექანიკურ დამუშავებას – პრეპარირებას და კბილის მთლიანობის აღდგენას სხვადასხვა საბჟენი მასალის გამოყებებით. ლაქის სტადიის დროს გამოიყენება ე.წ. რემინერალიზაციური მკურნალობის მეთოდი.

 

მასალა მოგვაწოდა თამთა კანდელაკმა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4