სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გული და სისხლძარღვები

გარდამავალი კოჭლობა

გარდამავალი კოჭლობა თავს იჩენს მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის, ან მაობლიტირებელი არტერიიტის დროს. ძირითადი ნიშანია ტკივილი კანჭის კუნთებში სიარულისას და მისი შემცირება ან სრულად გაქრობა გაჩერებისას. გარდამავალი კოჭლობის გაჩენას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ლიპიდების რაოდენობის მატება, სიმსუქნე, თამბაქოს მწეველობა, ხანდაზმული ასაკი.

როგორც წესი ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი თირკმელების, გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებასთან ერთად კომბინაციაში გვხვდება.

 

სიმპტომები და მომდინარეობა დამოკიდებულია კიდურებში სისხლის მიმოქცევის დაზიანების ხარისხზე.

 

• 1 სტაიდია ქვედა კიდურების სისხლძარღვებზე პულსის შესუსტება ან გაქრობა;

• 2 სტადია გარდამავალი კოჭლობა (ტკივილი კანჭის კუნთებში და დუნდულოების მიდამოში 30-500 მეტრის გავლისას);

• 3 სტადია მოსვენებითი ტკივილი, ტკივილი წოლისას მზარდი ინტენსივობით;

• 4 სტადია მნიშვნელოვანი ინტენსივობის მოსვენებითი ტკივილი, ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობა, ტერფზე და თითებზე რბილი ქსოვილების ტროფიკის დარღვევა, ქსოვილების ნეკროზი, განგრენა;

დიაგნოსტიკა:

ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია, ანგიოგრაფია;

მკურნალობა:

ძირითადი ქირურგიული, შეუძლებლობის შემთხვევაში _ კონსერვატიული: სპაზმოლიტიკები (ნო-შპა, პაპავერინი, ჰალიპოდი), ანალგეტიკები, განგლიობლოკატორები (დიპროფენი, დიკოლინი), ანტიაგრეგანტები (ტრენტალი, კურანტილი, ასპირინი, ფლუდილატი), ქსოვილების კვების გამაუმჯობესებალი პრეპარატები (პრაქსილენი, ვიტამინები, კამპლამინი, სოლკოსერილი), პროსტაგლანდინები (ალპროსტადილი). ფიზიოთერაპიული პროცედურები, ჰიპერბარული ოქსიგენაცია (ბაროკამერაში ჟანგბადით მკურნალობა), სანატორულ-კურორტული მკურნალობა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4