სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ბავშვთა ცერებრალური დამბლა

ტერმინში ,,ბავშვთა ცერებრალური დამბლა” იგულისხმება ტვინის მოტორული ფუნქციების დაზიანება, რომელიც ჩნდება ბავშვის დაბადებისთანავე და არსებობს მთელი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ არ განიცდის პროგრესირებას. მოტორული დარღვევები გამოიხატება გარკვეული ჯგუფის კუნთების სისუსტეში, რის გამოც იცვლება სიარულის მანერა. ასევე, ზედა კიდურების მოძრაობასა და კისრის უკან გადაგდებაში.

 

ასევე ვითარდება ჰიპერკინეზია _ მკვეთრი სტერეოტიპული რეაქციები ზედა და ქვედა კიდურებში, მიმიკურ კუნთებში, რომელთაც პაციენტი ვერ აკონტროლებს. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები.

 

ძირითადი გამომწვევი ფაქტორები: ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში და ბავშვის დაბადებისთანავე ჰიპოქსია; ორსულთა სხვადასხვა პათოლოგიები (ტოქსიკოზი, პლაცენტარული სისხლმომარაგების დარღვევა, ინფექციები); აუტოიმუნური მექანიზმების დარღვევა, რომლებიც მონაწილეობენ ნაყოფის ქსოვილების ემბრიონალურ განვითარებაში. ძალიან იშვიათად ბავშვთა ცერებრალური დამბლა შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო ტრავმებმა, რომლებიც გამოწვეული სხვადასხვა სამეანო პათოლოგიებით (დედის ვიწრო მენჯი, მისი არასწორი აგებულება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, გახანგრძლივებული ან ელვისებური მშობიარობა, მშრალი მშობიარობა, ნაყოფის არასწორი მდებარეობა); მშობიარობის შემდეგ “ბცდ” განვითარების ხშირ მიზეზს წარმოადგენს ბავშვთა ჰემოლიზური დაავადება _ ბირთვული სიყვითლე, რომლის დროსაც ხდება ახალშობილის თავის ტვინის ინტოქსიკაცია. სიყვითლის მიზეზი შეიძლება იყოს: ა)დედისა და ახალშობილის ჯგუფისა და რეზუსის შეუთავსებლობა; ბ)ახალშობილის თირკმლის უკმარისობა; ჰიპოქსიას, რომელიც “ბცდ” განვითარებას უდევს საფუძვლად, იწვევს ახალშობილის თავის ტვინის სტრუქტურების განუვითარებლობა, განსაკუთრებით ტვინის იმ უბნებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეფლექსური მექანიზმების ფორმირებასა და წონასწორობის შენარჩუნებაში. ეს იწვევს კუნთთა ტონუსის არასწორ განაწილებას და პათ. მამოძრავებელი რეაქციების განვითარებას.

 

“ბცდ” კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე. ყველაზე ხშირად გვხვდება დავადების ფორმები ქვედა კიდურების სიმეტრიული დაზიანებით და ნაკლებად, ზედა კიდურების. ეს ვლინდება იმაში, რომ ბავშვს ფეხზე დადგომა არ შეუძლია, სიარულს იწყებს 2-3 წლის ასაკიდან. შემდგომში, შეინიშნება სიარულის დარღვევა, კერძოდ, ცერებზე დაყრდნობით სიარული, დაზიანებული კიდურები ჩამორჩება ზრდას, სიარულის დარღვევას თან ახლავს მეტყველების დეფექტი, მისი შენელება.

 

“ბცდ” მკურნალობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სამკურნალო ფიზკულტურის კომპლექსს და მასაჟების კურსს, აგრეთვე კუნთების ტონუსის დამაქვეითებელ საშუალებებს. ასევე, აუცილებელია მოვახდინოთ სახსრების მოძრაობის შეზღუდვის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა (პარაფინულაპლიკაციები – ოზოკერიტა) და იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული ქსოვილების მიკროცირკულაციას და კვებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4