სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ენაბლუობა

ენაბლუობა - მეტყველების დარღვევა, რომელიც ხასიათდება ბორძიკით პირველი ბგერის წარმოთქმისას ან მეტყველების წყვეტით. ამ დარღვევას არ მიაკუთვნებენ ნორმალურად მოლაპარაკე ადამიანის მეტყველების დროს დაბრკოლებასა და შეფერხებას.

 

მთავარი განსხვავება ენაბლუობაში არის კუნთების დაძაბულობის შეგრძნება, მეტყველების ორგანოებზე კონტროლის დაკარგვა, შიშისა და სირცხვილის გრძნობა.

 

უმეტესწილად ენაბლუობა იწყება ბავშვობაში და გრძელდება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ენაბლუ მოზრდილებისგან განსხვავებით, ენაბლუ ბავშვები სპონტანურად ჯანმრთელდებიან. ენაბლუობა, უმეტესწილად, ემართებათ ბიჭებს, ვიდრე გოგონებს, ხანდახან, ოჯახის რამდენიმე წევრს უვითარდება. ის იშვიათად გვხვდება პრიმიტიულ საზოგადოებაში. ზოგი მეცნიერი ამას უკავშირებს ასეთ საზოგადოებაში ბავშვებისგან ცოტა ყურადღებისა და მიღწევების მოთხოვნას. ყველა ენაბლუს აქვს კარგი მეტყველების უნარი როცა მარტონი არიან, ან კითხულობენ სხვებთან ერთად უნისონში, როცა ემოციურად გართულნი არიან, ან მღერიან, ჩურჩულებენ, ან რომელიმე დიალექტზე საუბრობენ, შეუმჩნევლად ცვლიან ხმას, სუნთქვას, ან ლაპარაკის მანერას და სხვ. ენაბლუებისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს რთულ ვითარებაში ურთიერთობა: მსმენელთა წინაშე გამოსვლა; აჩქარება; თანხმობის მიღების სურვილი და ყურადღების გამახვილება თავიანთ ენაბლუობაზე.

 

მეტწილად ენის წაბორძიკება წარმოადგენს განმეორებით, ან გახანგრძლივებულ საწყის ბგერას, მარცვალს, ან მთლიანად შეჩერებას სიტყვის დასაწყისზე, მარცვალზე. ბორძიკს თან ახლავს სახის კუნთების უნებლიე მოძრაობა, კისრის, კიდურების, ასევე სიტყვების, ან ბგერების ჩართვა. ეს “მეორადი” სიმპტომები არის რეაქცია ენის ბორძიკზე და უფრო ართულებს ენაბლუს მეტყველებას. გარდა ამისა, ენაბლუებს ხშირად აღენიშნებათ შიში ზოგიერთი სიტყვებისა და ბგერების მიმართ, ცდილობენ სინონიმების გამოყენებას, ქარაგმულ მეტყველებას, რათა გაექცნენ იმ სიტყვებს, რომელთა წარმოთქმაც აშინებთ. ენაბლუ ცდილობს მოერიდოს იმ სიტუაციას, სადაც საჭიროა საუბარი - ღიზიანდება მსმენელზე, რომელიც სიტყვების კარნახს ცდილობს, ან ურჩევს ისაუბროს ნელა, ნერვიულობის გარეშე.

 

ენაბლუობის მიზეზი

ენაბლუობის მიზეზი გაურკვეველია. ბევრი თეორია იყო მოწოდებული, მაგრამ ვერცერთმა ჰპოვა აღიარება. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ენაბლუობა, ნაწილობრივ, აიხსნება ორგანული დარღვევებით: ენაბლუებისთვის არ არის დამახასიათებელი ნორმაში გამოხატული დომინანტურობა თავის ტვინის ერთი ნახევარსფეროსი მეორეზე. მეორე ორგანული თეორია ამკიცებს, რომ ენაბლუებს აქვთ სხვაგვარი სმენითი აღქმა, რის გამოც მათ ესმით საკუთარი მეტყველება დაგვიანებით (1 წამამდე). ეს ვარაუდი დაფუძნებულია იმაზე, რომ ხალხი, რომელთაც აქვთ ნორმალური მეტყველება, ლაპარაკს იწყებენ ენაბლუობით საკუთარი მეტყველების სმენითი აღქმის დაგვიანების გამო. არსებობს თეორიები, რომლებიც განიხილავენ ენაბლუობას, უპირატესად, როგორც შეძენილ ქცევას. ერთ-ერთი ასეთი კონცეფციის თანახმად, რომლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ენაბლუობა ჩნდება, როგორც თავდაუჯერებლობა მეტყველების დროს, ანუ ისახება ბავშვური შიში იმისა, რომ მეტყველება ძნელია. ამგვარად, სავარაუდოა, რომ ენაბლუობის მიზეზი არის ბავშვის მეტყველებითი უიღბლობა, ან გარშემომყოფთა მხრიდან მასზე გადამეტებული ზეწოლა. მაგალითად, ენაბლუობა შეიძლება წარმოიშვას უფროსების დაჟინებული მცდელობით შეასწორონ ნორმალური შეფერხებები ბავშვის მეტყველებაში. ფსიქოანალიტიკოსების მიერ შემუშავებულ იქნა ენაბლუობის სხვაგვარი თეორია - როგორც შეძენილი ქცევა: ნერვული აშლილობის სიმპტომების, მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გათვალისწინებით. მაგალითად, გაუთვალისწინებელი ცდა ორალური, ეროტიკული დაკმაყოფილებისა, ან აკრძალული ფიქრებისა და გრძნობების გამოხატვის არ დაშვება.

ენაბლუობის მკურნალობა

ენაბლუობის მკურნალობა სხვადასხვაგვარია. ბევრი მეთოდი სწრაფ რეზულტატს იძლევა, მაგრამ მკურნალობის ეფექტის ხანგრძლივობის თაობაზე, სპეციალისტებს მკვეთრად განსხვავებული შეხედულება აქვთ. მთავარ მეთოდებს მიეკუთვნება შენელებული და ან რითმული მეტყველება. ზოგ მეთოდში მიღებულია დასჯის რბილი ფორმა - დაჯილდოება გამართული მეტყველებისას. ენაბლუებისთვის შემუშავებულია სპეციალური მოწყობილობები, რომლის დახმარებითაც შესაძლოა მეტყველების კოორდინირება, ენაბლუობის მკურნალობისთვის, ასევე, გამოიყენება ჰიპნოზი, რელაქსაცია, მედიკამენტური საშუალებები, სუნთქვითი ვარჯიშები და სხვა. ავდმყოფობა იკურნება, მაგრამ არის საშიშროება რეციდივისა. ბევრ შემთხვევაში, განსაკუთებით ბავშვთა ასაკში, მკურნალობა მეტად საიმედო შედეგს იძლევა, მაგრამ საერთო ჯამში ენაბლუობა რჩება მეტყველების პათოლოგიათა შორის ერთ-ერთ გადუჭრელ პრობლემად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4