სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ხერხემლის თიაქარი / მალთაშორისი თიაქარი

მალთაშუა დისკოს თიაქარი — მალთაშუა დისკოს ფიბროზული რგოლის გარღვევა. არსებულ დეფექტში ხდება დისკოს პულპოზური ნაწილის გამოვარდნა. თიაქრის წარმოქმნის მექანიზმი ეფუძნება მალთაშუა დისკოს ანატომიურ აგებულებას.

 

მალთაშუა დისკოს თიაქრის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მალთაშუა დისკოს თიაქრის ლოკალოზების ადგილას და ნერვული ღეროების გასწვრივ.

 

მალთაშუა დისკოს თიაქარი წარმოადგენს დეფორმირებული მალათაშუა დისკოს გადანაცვლებას ან გამოვარდნას. მალთაშუა დისკოს თიაქარი შეინიშნება ხერხემლის წელის მიდამოში.

 

ყველაზე ხშირად ეს დაავადება შეიმჩნევა 20-50 წლის ასაკის ადამიანებში და წარმოადგენს შრომისუნარიოანობის დროებით დაკარგვის საკმაოდ ხშირ მიზეზს. ზოგჯერ - პაციენტის უნარშეზღუდულობასაც განაპირობებს.

 

მალთაშუა დისკოს თიაქარი არის ხერხემლის ოსტეოქონდროზის მძიმე გართულება.

 

დაავადების სიმპტომები აღმოცენდება მალთაშუა დისკოს გადანაცვლების ან გამოვარდნის შემდეგ. უკანა და გვერდითი მიმართულებით გამოვარდნილი დისკოს თიაქარი აწვება ნერვის ფესვს, იწვევს ნერვის ანთებას და შეშუპებას. ზეწოლის ქვეშ მყოფი ნერვი გადასცემს ტკივილის იმპულსებს თავის ტვინს, რაც პაციენტის მიერ აღქმულია, როგორც ტკივილი იმ მიდამოში, რომელსაც აინერვირებს აღნიშნული ნერვი. ამ მიდამოში ასევე, აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა, კუნთთა ძალის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა. დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია მალთაშუა დისკოს თიაქრის ადგილმდებარეობაზე.

 

ხერხემლის კისრის მიდამო:

 

• ტკივილი მხარში;

• ტკივილი ხელში;

• თავბრუსხვევა;

• არტერიული წნევის ცვალებადობა;

• თავის ტკივილი შეუღლებულ თავბრუსხვევასთან და არტერიული წნევის ცვალებადობასთან;

• დაბუჟება ხელის თითებში. ხერხემლის წელის მიდამო:

• დაბუჟება ფეხის თითებში;

• ტკივილი ფეხში, უფრო ხშირად ფეხის უკანა და ზოგჯერ წინა და გარეთა ზედაპირის გასწვრივ ტერფამდე;

• იზოლირებული ტკივილი წვივსა და ტერფში;

• დაბუჟება საზარდულის მიდამოში;

• მუდმივი ხასიათის ტკივილი წელის მიდამოში. ხერხემლის გულმკერდის მიდამო:

• მუდმივი ხასიათის ტკივილი ხერხემლის გულმკერდის მიდამოში იძულებით პოზაში მუშაობის დროს (ქირურგები, მკერავები, შემდუღებლები და ა.შ.);

• ტკივილი შეუღლებულია ხერხემლის გულკმკერდის მიდამოს სქოლიოზთან და კიფოსქოლიოზთან.

შენიშვნა: მალთაშუა დისკოს თიაქარი ხერხემლის გულმკერდის დონეზე წარმოადგენს იშვიათობას. ტკივილის მოხსნის შემდეგ ზურგის კუნთების გამაგრებისა და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი. სასარგებლოა ცურვა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4