სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვიტამინები

B2 ვიტამინი

(რიბოფლავინი)


ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ყვითელი პიგმენტია. სინათლის ზემოქმედებით რიბოფლავინი ირღვევა და ცუდად იხსნება წყალსა და სპირტში. მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ნერვული სისტემის მძიმე დაავადებებს, კანის, პირის ლორწოვანი გარსისა და თვალის რქოვანას ანთებას, მადის დაქვეითებას, თავის ტკივილს და ა.შ.

ვიტამინი B2 ორგანიზმში, ბუნებრივი ფორმით, ხორცსა და რძის ნაწარმში მოიპოვება.

წყაროები

მცენარეული

საფუარი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული,ბურღულეული (წიწიბურა, შვრია), მწვანე ბარდა, ხორბალი, პური.

ცხოველური

ღვიძლი, თირკმელები, ხორცი, თევზი, ყველი, რძე, იოგურტი, ხაჭო, კვერცხის გული.

სინთეზი ორგანიზმში

მიკროორგანიზმების საშუალებით (მათ შორის, სწორი ნაწლავის მიკროფლორით)

 

ვიტამინი B2 ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

 

რიბოფლავინი აუცილებელია სისხლში წითელი ბურთულებისა და ანტისხეულების წარმოქმნისათვის. მისი დახმარებით იოლი ხდება ჟანგბადის ათვისება კანის, ფრჩხილებისა და თმების უჯრედებით.

 

ვიტამინი B2 აუმჯობესებს მხედველობას, აქვეითებს თვალის დაღლას და დიდ როლს თამაშობს კატარაქტის თავიდან აცილების საქმეში.

 

რიბოფლავინი ამცირებს ტოქსინების ზემოქმედებას სასუნთქ გზებზე.

 

რიბოფლავინის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა მისი უნარი, დააჩქაროს ორგანიზმში პიროდიქსინის - B6 ვიტამინის - აქტიურ ფორმაში გარდაქმნა.

 

ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება და კონტრაცეპტივები -რიბოფლავინის მეტი რაოდენობით მოხმარებას ითხოვს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4