სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გასახდომი დიეტები

ვაშლის დიეტა

ვაშლი ძვირფასი ხილია. მასში თავმოყრილია ორგანიზმისათვის საჭირო თითქმის ყველა აუცილებებლი ვიტამინი და მინერალი, აგრეთვე ფიოლის მჟავა და შაქარი. ”ყოველ დღე ერთი ვაშლი - ექიმთან ვიზიტის ეკონომია” - ასე ამბობენ ინგლისელები.

 


ვაშლის დიეტა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ჭარბი წონის დაგდებას. საუკეთესო დიეტაა ე..წ. ”განტვირთვის დღე” ვაშლით (განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ).


ასეთი დიეტა მოაწყვეთ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ. წონის შესანარჩუნებლად კი, საკამარისია თვეში ერთხელაც. ,,ვაშლის დიეტა’’ საკმაოდ ეფექტურია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკისათვის.


არსებობს დიეტის რამდენიმე ვარიანტი:


ვარიანტი 1

დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ვაშლი ნებისმიერი რაოდენობით.
ამასთანავე, აუცილებლად, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე (ყველაზე ოპტიმალური დამამშვიდებელი ბალახების ნახარშია).



ვარიანტი 2

დღის განმავლობაში მიირთვით 1,5 კგ ვაშლი. ყურადღება! - დამატებით სხვა არაფერი არ მიიღოთ, ვინაიდან ის სითხე, რომელიც ვაშლშია, საკმარისია. ვაშლი შეიძლება იყოს გაზგურაში შეწვარი.



ვარიანტი 3

პოპულარულია, აგრეთვე, ვაშლის და კეფირის დიეტა: 1 ვაშლზე � ჭიქა კეფირი, დღეში 5-6-ჯერ. ხშირად ამ დიეტას ფეხმძიმეებს ტოკსიკოზის საწინააღმდეგოდ სთავაზობენ.

 

ვარიანტი 4

ერთკვირიანი დიეტა მათთვის ვისაც თავი მოაბეზრა ზედმეტმა წონამ, ან პრობლემებმა მონელების ორგანოებთან:



1 დღე - 1 კგ. ვაშლი;
2 დღე - 1,5 კგ. ვაშლი;
3 დღე - 2 კგ. ვაშლი;
4 დღე - 2 კგ. ვაშლი;
5 დღე - 1,5 კგ. ვაშლი;
6 დღე - 1 კგ. ვაშლი.

 

დღეში 2-ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი და შავი პურის ორცხობილა მცირე რაოდენობით.



რამდენიმე რჩევა:



ყოველ დილას, ერთი თვის განმავლობაში, 2-3 ვაშლი უზმოზე კარგი საშუალებაა ყაბზობის საწინააღმდეგოდ,

მათთვის ვინც თავი დაანება სიგარეტს, სასარგებლოა სამდღიანი ვაშლის დიეტა.

აგრეთვე, რეკომენდირებულია მწვანე ჩაი.

გახეხილ ვაშლს ორგანიზმი გაცილებით მალე ითვისებს.

ვაშლის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. თუ ყოველ დღე 5-6 მარცვალს მირთმევთ, ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნება იოდის სადღეღამისო დოზით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4