სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფსიქოლოგია

ნდობა

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამძღვრიშვილის ქ. 102
ტელ.: 911 000; 95 41 62;
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ გვერდი: www.ndoba.org.ge

 

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა” არასამთავრობო სამეცნიერო-პრაქტიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში.

“ნდობის” მისიაა ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი ადამიანების და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება, საქართველოში ფსიქოსოციალური დახმარების სისტემის განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური კრიზისული დახმარების ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში; სფეროში და მომიჯნავე სფეროში მომუშავე ორგანიზაციების და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა.

“ნდობა” ხელს უწყობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის განხორციელებას. მუშაობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე. "ნდობა" არის “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წევრი, კოალიცია “ ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” წევრი, საქართველოს ფსიქო ტრავმის ქსელის წევრი ორგანიზაცია. “ნდობა” სთავაზობს პროფესიულ სერვისს კრიზისში მყოფ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ეხმარება როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შესაბამისი განათლების და კონსულტაციების მიღებაში.

"ნდობა"-ს სამსახურებია: კრიზისული დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი და ტრენინგების ცენტრი.

 

კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
ამბულატორიული ტიპის სამსახურია, რომელიც ეხმარება კრიზისში მყოფ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მოზრდილებს.

ცენტრის მომსახურებაში შედის: სამედიცინო კონსულტაცია, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალური კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპიული კონსულტაცია, კრიზისული ინტერვენცია, ოჯახური კონსულტირება, ფსიქოსაგანმანათლებლო მუშაობა კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს ორი მულტიდისციპლინარული გუნდი:

 

•ბავშვთა და მოზარდთა მულტიდისციპლინარული გუნდი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, და სოციალური მუშაკი
•მოზრდილთა მულტიდისციპლინარული გუნდი - მოზრდილთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი
ცენტრის ბაზაზე პროფესიულ პრაქტიკას გადიან სტუდენტები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური კრიზისული დახმარების საკითხებში, ასევე სოციალურ მუშაობაში.

კრიზისული ხაზი

გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს უფასო და ანონიმური კონსულტაციით 24 საათის განმავლობაში. კონსულტაციას ახორციელებენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და მომზადებული მოხალისეები. ცენტრში ფუნქციონირებს როგორც საყმაწვილო, ასევე მოზრდილთა არხი.

მოგვმართავენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები ფსიქოსოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით.

გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ეხმარება ადამიანებს რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, თავს მარტოდ და გარიყულად გრძნობენ, განიცდიან შიშს და აქვთ შფოთვა, უიმედოდ არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, აწუხებთ ახლობელი ადამიანის მდგომარეობა, საჭიროებენ თანაგრძნობას.

ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერია: 92 10 00

ტრენინგების ცენტრი:

ტრენინგების ცენტრის მრავალფეროვანი ტრენინგ-პროგრამები და კვალიფიციური კონსულტაციები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და პროფესიონალებს ეხმარება შესაძლებლობების გაზრდასა და სერვისების განვითარებაში.

ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კლიენტები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს-ორგანიზაციები; საერთაშორისო ორგანიზაციები; საოჯახო მედიცინის ცენტრები, პოლიკლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები; ბავშვთა სახლების პედაგოგები, აღმზრდელები, ექიმები; ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები; ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერების და კაბინეტების ექიმები; განათლების სისტემის (საბავშვო ბაღების, სკოლების) პედაგოგები, ფსიქოლოგები და ექიმები; სტუდენტები, რეზიდენტები; მოხალისეები და ა.შ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცოდნის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ცენტრის სამი ტრენინგ-კურიკულუმი არის აკრედიტირებული საქართველოს სამედიცინო აკადემიის მიერ, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილე ექიმებს გადაეცემათ სერტიფიკატები შესაბამისი კრედიტ-საათების (კ/ს) რაოდენობით.

 

მის: მ. წინამძღვრიშვილის 102
ტელ: 95 41 62
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4