სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რადიოლოგია

წმინდა ლაზარეს კლინიკა

კომპიუტერული ტომოგრაფა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომაგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენოლოგია, ლაბორატორია.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ლუბლიანას ქ. 2/6
ტელ: 52 03 41, 52 87 88

ზოგადი ინფორმაცია

წმინდა ლაზარეს კლინიკის რადიოლოგიურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

 

კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება აღჭურვილია ფირმა Toshiba_ს მრავალშლიანი კომპიუტერული ტომოგრაფით  „Aquilion”.

 

განყოფილებაში ტარდება თავის ტვინის, ქალა ძვლების, ხერხემლის სვეტისა და კიდურების, კისრის რბილი ქსოვილების, გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის პათოლოგიათა კომპიუტერულ ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა. მრავალშრიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიების, აგრეთვე აორტისა და მისი ტოტების განვითარების ანომალიების, ანევრიზმებისა და დისექციის,  ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიის, საძილე თირკმლისა და ჯორჯლის არტერიების, ასევე ქვედა კიდურების არტერიების თრომბოზისა და ოკლუზიის, ვენების თრომბოზის დიაგნოსტიკაში. საშარდე სისტემის კტ უროგრაფია. პედიატრიული პაციენტების კომპიუტერული ტომოგრაფია ანესთეზიით.

 

მაგნიტურ-რეზონანსული  ტომაგრაფიის განყოფილება-აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით - 1.5 ტესლა სიმძლავრის აპარატი MagnetomAvanto და 0.5 ტესლა სიმძლავრის GE -ის ღია სისტემის აპარატი „Ovation” , რომელიც უზრუნველყოფს კლაუსტროფობიით შეპყრობილი, ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევას.

 

განყოფილებაში ტარდება თავის ტვინისა და თავის ტვინის სისხლძარღვების, ხერხემლის სვეტის, სახსრების, აგრეთვე კისრის, გულმკერდის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების, კვლევა სხვადასხვა პროგრამებითა და რეჟიმების უზრუნველყოფით. მრ ქოლანგიოგრაფია სანაღვლე სადინრების თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკაში. პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით.

 

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება აღჭურვილია ფირმა Toshiba-ს ულტრაბგერითი აპარატით. განყოფილებაში ტარდება ექოკარდიოგრაფია, ინტრაექსტრაკრანიული არტერიების დუპლექს სკანირება, კისრის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების პათოლოგიათა დიაგნოსტიკა.

 

რენტგენოლოგიური განყოფილება აღჭურვილია ფირმა „Toshiba” და „Shimadzu”-ს ციფრული აპარატებით. განყოფილებაში ტარდება ქალას ძვლების, სხვა ძვალსახსროვანი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების პათოლოგიათა დიაგნოსტიკა.

 

კომპანია „ Synevo” -ს ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს წმინდა ლაზარეს კლინიკის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და აღჭურვილია „Roche” ფირმის დანადგარებითა და რეაქტივებით, ტარდება ყველა ტიპის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

 კლინიკის სტანდარტი კრიტიკული პაციენტების მკურნალობის წმინდა ლაზარეს კლინიკის სტანდარტი -კრიტიკული ავადმყოფების მკურნალობა მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მწვერვალია. -ყველა პაციენტი იმსახურებს იყოს ნამკურნალები მედიცინის საუკეთესო უახლესი და აპრობირებული მეთოდებით -ყველა პაციენტი იმსახურებს მაქსიმალურ ყურადღებას ასაკისა და თანმხლებ დაავადებათა სირთულის მიუხედავად -ექიმი ვალდებულია სჯეროდეს სასწაული გადარჩენის და ყველაფერი გააკეთოს, რომ სასწაული მოხდეს -ყველა პაციენტი იმსახურებს მისი ინდივიდუალიზმისა და პრივატულობის პატივისცემას -ყველა პაციენტს პერსონალმა უნდა მიმართოს სახელით. რისთვისაც საწოლზე უნდა იქნას დაკიდებული დაფა, სადაც მისი სახელი და გვარი იქნება აღნიშნული -ყველა ავადმყოფი იმსახურებს მიმართვას სახელით. - ყველა პაციენტთან, რომელიც არ არის ატონიურ კომაში ყოველდღიურად უნდა იქნას ჩატარებული კონტაქტში შესვლის მცდელობა ვერბალური,ტაქტილური და კინეზოთერაპიული აფერენტაციით. -პაციენტის პოზა დღეღამის დღის მონაკვეთში სასურველია იყოს არანაკლებ 45გრადუსით აწეული საზურგით. -კრიტიკული ავადმყოფთა მოვლის რუტინა გულისხმობს პაციენტთა ყოველდღიურ დაჯდომას საწოლზე ფეხების ჩამოყრით და ზურგის 90გრადუსიანი დგომით, თუკი პაციენტი მზერის დაფიქსირების თუნდაც სუსტ მცდელობას ავლენს. იმის მიუხედავად, არის თუ არა პაციენტი მართვით სუნთქვაზე ან ადრენომიმეტიკების ინფუზიაზე. -დაჯდომის წინააღმდეგჩვენებაა კომა, ჰიპოტენზია და ექიმის გადაწყვეტილება. - -კრიტიკული ავადმყოფების სათანადო, სრულყოფილი მოვლა შეუძლებელია ექთნის, ექთნის დამხმარესა და ექიმის ძალებით. კრიტიკული ავადმყოფების მოსავლელად რეანიმაციაშ კლინიკის სტანდარტი ორი.
რეანიმაციის განყოფილებაში დღის განმავლობაში მორიგეობს ორი მეთოდისტი, რომლებიც ყოველდღიურად ექიმის მიცემული ყოველდღიური სიის მიხედვით ახდენენ პაციენტების პოზიციის ცვლილებას/დაჯდომას/გადაბრუნებას/ვიბრაციულ მასაჟს/ კინეზოთერაპიას. -კლინიკაში ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად ფართოდ,ყველა პაციენტთან გამოიყენება ფაგოთერაპია -რეანიმაციულ პაციენტებს ადინამიური სტატუსისა და ლოკალური პერფუზიის დარღვევის გამო აქვთ ნაწოლების გაჩენის მაღალი რისკი. რის საწინაარმდეგოდ მიღებულია შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ყველა მატრასი არის სპეციალური, არანაკლებ 20 სმ სიმაღლის.


კლინიკა ფლობს ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბების საკმარის ოდენობას, ხდება პაციენტების ინტენსიური გადაბრუნება, დაჯდომა, ვიბრავიული მასაჟი, ორჯერადი ჰიგიენური დამუშავება საწოლში. - განყოფილების სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე ხდება პაციენტების დაბანვა გამდინარე წყლითა და საპნით, ექიმის მითითებით. –საწოლში პაციენტის ჰიგიენური დამუშავებისას გამოიყენება სპეციალური ქაფი. -ნაწოლების დამუშავება ოქტინოსეპტით და სერაზინის შეფრქვევით. -ხშირი სანაციური ბრონქოსკოპია. -ყოველდღიური რუტინული ლაბორატორული კვლევები.
ყველა პაციენტის სრული ექოსკოპიური და კარდიოექოსკოპიური კვლევა -ყველა პაციენტის კონსულტირება თერაპევტი-კარდიოლოგისა და ნევროპათოლოგის მიერ -მსუქანი პაციენტების ინტენსიური მობილობა და ფხვ დაყოვნება. - დიალიზი ადგილზე. სასუნთქი აპარატის შეუცვლელად. -დიალიზის დაწყება სითხით შევსებული კონტურით. რათა საწყის ეტაპზე მოცირკულირე სისხლის მოცულობა არ შემცირდეს. -დიალიზის კათეტერის ჩახურვა ჰეპარინის მითითებული დონეზე რათა არ მოხდეს დიალიზის კათეტერის დათრომბვა ან მიკროთრომბების გადასროლა მოცირკულირე სისხლში -ცენტრალური ვენის კათეტერიზაციისათვის უპირატესად შიდა საუღლე ვენის გამოყენება. -ცენტრალური ვენური წნევის განსაზღვრა საინფუზიო სისტემით, რომელიც გაზომვის დროს გადაიჭრება მაკრატლით -გლიკემიის კონტროლი დღეში 4 ჯერ -ყველა ექთანს აქვ პოსტზე სტერილიუმი და ერთჯერადი ხელთათმანების კოლოფი.


პაციენტიდან პაციენტზე გადასვლლისას ხელთათმანებს იცვლის/იმუშავებს სტერილიუმით. -ნარჩენების დანაწილება სამ ჯგუფად: მჭრელი და მჩხვლეტავი სპეციალურ ერთჯერად კოლოფებში, ავადმყოფის სითხეების შემცველი და შეხებაში მყოფი -ყვითელ ვედრებში, სხვა ნარჩენები ნაცრისფერ ვედროში. -რეანიმაციის დარბაზი ვენტილირდება და ჰაერი იფილტრება - 20ჯერ დაკიდებული კონოლები უზრუნველყოფენ პაციენტს ჟანგბადით, დაჭირხნული გაერით და ვაკუუმით. კონსოლებს აქვთ უჯრა და თარო, რომელზეც განთავსებულია ინდივიდუალური სამედიცინო მონიტორები. -ყველა საწოლს აქვს საზურგის წამოწევის და მუხლების მოხრის ფუნქცია - ვიყენებთ გასტერილებად მუთაქებს, რომლები პაციენტს კომფორტს უქმნის და ოპტიმალური პოზის მიღების საშუალებას აძლევს. - ეპიდემიოლოგიური სამსახური 3 თვის ინტერვალით ამოწმებს კლინიკას, (შენობას, ნივთებს, პერსონალს და პაციენტებს) ჰოსპიტალური ინფექციის არსებობაზე. -კლინიკა აღჭურვილია 2014 წლის სასუნთქი აპარატებით „ჰირანა" -პაციენტის ოჯახის წევრები ყოველდღიურად ხვდებიან განყოფილების გამგეს პაციენტის მდგომარეობის შესატყობად -პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა მოიყვანონ კლინიკაში მათი პირადი ნაცნობი დ კლინიკა ოთხი ან მათთვის ავტორიტეტული ექიმი, რომელიც ექიმისგან მიიღებს ინფორმაციას მკურნალობის პერიპეტიების შესახებ. -კლინიკა თანამშრომლობს ლაბორატორია „ სინევოსთან"; -


კლინიკა თანამშრომლობს სისხლის ბანკთან -კლინიკა თანამშრომლობს 112-თან და კატასტროფის ცენტრებთან -კლინიკა თანამშრომლობს ბინაზე მძიმე პაციენტის მოვლის სამსახურთან -კლინიკას აქვს კონსულტანტთა ფართო ქსელი - კლინიკა აწარმოებს სტატისტიკას და ინტერესდება გაწერილი პაციენტების შესახებ. - ფხვ ზე მყოფ პაციენტებთან კონტაქტისათვის პაციენტებს ვთავაზობთ დაფას და ფლომასტერს, რომელზეც პაციენტი წერს სათქმელს. -სოპორი-სტუპორის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ხელში პატარა რეზინის ბურთის ჩადებით ვასტიმულირებთ ივარჯიშოს და ამით მიიღოს თავის ტვინის სტიმულაცია. -ყველა და მათ შორის პროსტრაციაში მყოფ პაციენტებს ვუხსნით თუ სად და რატომ იმყოფება და რომ მკურნალობა მისი დროებითი საჭიროებაა დღეში მინიმუმ ერთხელ - ყველა პაციენტს თეთრეული ეცვლება დღეში მინიუმ ერთხელ, თუ საჭიროა რამდეჯერმე. - პაციენტებს კვებასთან ერთად ეძლევათ ცილოვანი დანამატები -პაციენტებს აღქმის უნარების გაუმჯობესების პარალელურად ეძლევათ ის საჭმელი, მოთხოვნისამებრ, რომელიც მათ მოსწონთ (ხილი ბლომანჟე, შოკოლადი,ღომი,კოკაკოლა ... -პაციენტის მონახულების დროს პაციენტის პატრონებს ეძლევათ დავალება რომ შეაღვიძონ პაციენტი თუ სძინავს და ენერგიულად და დაწვრილებით აუხსნან პაციენტს მისი აქ ყოფნის და მათი განშორების მიზეზი, აუხსნან რომ ისევ ზრუნავენ მასზე და გაამხნეონ პაციენტი. -ზოგადი წესი. პაციენტი არ უნდა გრძნობდეს ტკივილს. ნარკოტიკი უნდა იქნეს გამოყენებული ყველა საჭირო შემთხვევაში.


„წმინდა ლაზარეს კლინიკის" თამანშრომლები ცდილობს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მისი მდგომარეობა.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4