სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჰერპესის ვირუსი

რა შემთხვევაში იწვევს ჰერპესის ვირუსი სიკვდილს



ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ვირუსის ორი ტიპი, კერძოდ, პირისა და სახის არის დაზიანების გამომწვევი და გენიტალიური ანუ სასქესო ორგანოების ინფექციის გამომწვევი. დაავადება ვლინდება ჰერპეს-ვირუსული ინფექციით ავადმყოფთან კონტაქტიდან ერთი კვირის შემდეგ. ინფექციის გადაცემისთვის აუცილებელია ახლო კონტაქტი. ხშირია ინფექციის გადაცემა სქესობრივი გზით. ვირუსი დასაწყისში აზიანებს ლორწოვან გარსს ან დაზიანებულ კანს და შემდეგ ხდება მისი შეჭრა პერიფერიულ ნეირონებში.

 


შემთხვევათა 80 პროცენტში ინფექცია კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს. ის შესაძლოა, წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს და მისი გააქტიურება გამოიწვიოს სტრესმა, ტრავმამ, გაციებამ და სხვა. დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია ვირუსის სახესა და ადამიანის ასაკზე. დედის დაავადების შემთხვევაში, ნაყოფს ინფექცია მუცლად ყოფნის დროს გადაეცემა. ახალშობილებში თანდაყოლილი ჰერპეს-ვირუსული ინფექცია შედარებით იშვიათია, რაც მიმდინარეობს მძიმედ, ცენტრალური ნერვული სისტემის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებით. როგორც პირველადი, ისე რეციდიული ჰერპესის დროს, ტუჩის კუთხესთან კანი წითლდება, დაზიანების ადგილი მტკივნეული ხდება. ავადმყოფი განიცდის წვას და ქავილის შეგრძნებას. შემდეგ კი ჩნდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე წვრილი ბუშტუკები. გამონაყარი ნელ-ნელა წყლულდება და ჩნდება ქერქები. ამას შესაძლოა, დაერთოს სხეულის ტემპერატურის მატება და შემცივნება. დაავადების რეციდივები ანუ განმეორება შეიძლება, მოხდეს რამდენიმეჯერ და ერთი და იმავე ადგილზე. ვირუსის ყველაზე სერიოზულ ფორმას წარმოადგენს ჰერპეს-ვირუსული ენცეფალიტი, რომელსაც ჰერპესის მეორე ტიპი იწვევს. ისძალიან მძიმე დაავადებაა. ამ დროს ვირუსის გავრცელება ხდება პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. თუ არ ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა, შესაძლოა, დაავადებას ლეტალური შედეგიც მოჰყვეს. სხვათა შორის, არასწორად ნამკურნალები ჰერპესის ვირუსი სერიოზულ ნევროლოგიურ დარღვევებს ტოვებს. დაავადება იწყება ცხელებით, თავის ტკივილით. იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები. დაავადება სწრაფად პროგრესირებს. ამიტომ მისი მკურნალობა ადეკვატური და სწრაფი უნდა იყოს. ჰერპესის ვირუსის უმეტესი შემთხვევა ცივ პერიოდში, გაზაფხულზე და შემოდგომით ფიქსირდება. ბოლო დროს ჰერპესის დაავადება საკმაოდ ხშირია, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ნებისმიერ სიმპტომურ გამოვლენას.



მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player