სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ლამაზი ღიმილი

ლამაზი ღიმილი თავდაჯერებული კომუნიკაციის და წარმატების საფუძველია!!!



ყველა მშობლის ოცნებაა ჯანმრთელი შვილი, რაც ჯანსაღი პირის ღრუს გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვისთვის სტომატოლოგთან წასვლა არც თუ ისე სასიამოვნოა. ამისათვის მოამზადეთ იგი წინასწარ, გამოიყენეთ სიტყვები: “საინტერესო”, “ლამაზი”, “გასართობი”. შეუქმენით შთაბეჭდილება, რომ სტომატოლოგთან სიარული დიდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.



რა თქმა უნდა, ექიმიც უნდა შეირჩეს, რომელიც არა მარტო კარიესს განკურნავს, არამედ შეძლებს დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა პატარა პაციენტთან. დიდებსაც და პატარებსაც ყველაზე მეტად ეშინიათ იმისა, რაც არ იციან.



მკურნალობამდე ჩვენი სპეციალისტი აუხსნის თქვენს პატარას, თუ რის გაკეთებას აპირებს და როგორ. ასე ყალიბდება ნდობა და პატივისცემა ექიმის მიმართ, შესაბამისად, ბავშვიც წყნარადაა, მშობლებიც დარწმუნებულები არიან მის კარგად ყოფნაში და ექიმიც მშვიდად მუშაობს.



სარძევე კბილები აუცილებლად და დროულად უნდა ვიმკურნალოთ. სარძევე კბილის ფესვები ფართოა და მათ შორის მოთავსებულია მუდმივი კბილის ჩანასახი. დამტკიცებულია, რომ ამ ფართო არხებით ინფექცია ხვდება ჯერ კიდე ჩამოუყალიბებელ ჩანასახში, რის გამოც იგი ამოიჭრება დაზიანებული და ავადმყოფი.



ბავშვებში, დიდებისგან განსხვავებით, ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, შავი ლაქიდან პულპიტამდე ძალიან ცოტა დროა, ამიტომ სასურველია თქვენი შვილი წელიწადში ორჯერ ან სამჯერაც მიიყვანოთ ექიმთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე.


მასალა მოგვაწოდა "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4