სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თვითლიგირებადი ბრეკეტები

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თანამედროვე სტომატოლოგიაში –თვითლიგირებადი ბრეკეტებია. მათ კონსტრუქციული თავისებურება რკალზე პასიური მიმაგრებაა. ჩვეულებრივ ბრეკეტ–სისტემაში რკალი საკეტებს უმაგრდება ლიგატურების დახმარებით.

 

აქედან გამომდინარე კბილების გადანაცვლებისათვის საჭირო ხდება ხახუნის ძალის გადალახვა. თვითლიგირებადი სისტემა აფიქსირებს და არ ბლოკავს რკალს, რაც საშუალებას იძლევა, გადაადგილდეს კბილები უფრო სუსტი ფიზიოლოგიური ძალით. შედეგსაც პაციენტები მკურნალობის უკვე პირველივე თვეებში ხედავენ.


ამ სისტემის დროს გამოყენებული სუსტი ძალები ასტიმულირებენ კბილის ირგვლივი ქსოვილების უჯრედოვან აქტიურობას, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გარეშე. ამ მეთოდის საშუალებით უმჯობესდება პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობა და იცავს შემდგომი გართულებებისაგან. ხახუნის მინიმიზაცია ამცირებს მკურნალობის პერიოდს მინიმუმ 25%. მინიმალური ძალის გამოყენებით მცირდება კბილების ამოღების აუცილებლობა მიუხედავად პაციენტის ასაკისა და ადგილის დეფიციტისა. ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენას და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. პაციენტს არ უწევს თვეში ერთხელ ექიმთან მისვლა ლიგატურის გამოსაცვლელად. ვიზიტებს შორის გაზრდილი დროით, თვითლიგირებადი ბრეკეტები საუკეთესო არჩევანი ხდება სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან მომავალი პაციენტებისათვის.

 

ხახუნის შემცირებით, ლიგატურების არ არსებობით და სუსტი ძალის გამოყენებით, მკურნალობა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, დისკომფორტისა და ლორწოვანის ტრავმირების გარეშე. ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით რკალის მოხსნისა და დაყენების დრო შემცირდა. პაციენტებს აღარ უწევთ საათობით პირღია ჯდომა.

 

დღეისათვის თვითლიგირებადი ბრეკეტების საკმაოდ დიდი არჩევანია ბაზარზე. პრაქტიკულად ყველა ბრეკეტების მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა თვითლიგირებადი ბრეკეტების თავისი ვარიანტი.

 

რატომ გირჩევთ ამ აპარატებს?

 

რადგან ეს ბრეკეტები ზოგავენ თქვენს დროს და საშუალებას იძლევიან მივაღწიათ მკურნალობის მაქსიმალურ რეზულტატს. თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს, მოგზაურობთ, სწავლობთ, ვარჯიშობთ, ურთიერთობთ მეგობრებთან და არ გარბიხართ 2–3 კვირაში ერთხელ გაყვითლებული ელასტიკების გამოსაცვლელათ ორთოდონტთან. ანუ თქვენ გიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო!



მასალა მოგვაწოდა "ნინო ბერიძის ორთოდონტულმა ცენტრმა"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4