სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

უიმედობა და შიში გულს აავადებს

დადგენილია, რომ სასოწარკვეთა და უიმედობა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზია. კერძოდ, მრავალწლიანი გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ უიმედო, უხალისო ადამიანები თავს ითრგუნავენ ფიქრით არშემდგარი კარიერის და ცხოვრების გამო. მათ გამუდმებით აწუხებთ მარტოობისა და გამოუვალი მდგომარეობის შიში.

 

მუდმივი დეპრესია, შიში, დათრგუნვა – ეს ყოველივე ხელს უწყობს ორგანიზმში სტრესული ჰორმონების ჭარბ სეკრეციას, რამაც შეიძლება, მიგვიყვანოს სტენოკარდიამდე და გულის კუნთის ინფარქტამდე. ამიტომ, თუ გინდათ, ამ საშიშ და ჯანმრთელობისთვის სარისკო დაავადებებს თავი დააღწიოთ, გირჩევთ, ხშირად გაიღიმოთ და გარშემო მშვიდი და ხალისიანი გარემო შეიქმნათ.

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4