სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დეპრესია

ტერმინი დეპრესია შეიძლება გულისხმობდეს როგორც ემოციას, ასევე დიაგნოზს. ემოციასთან მიმართებაში, ეს ტერმინი ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს. ხოლო რაც შეეხება დიაგნოზს, აქ იგულისხმება სინდრომი, სადაც დეპრესია წარმოადგენს ერთ–ერთ სიმპტომს.

 

ფსიქიატრიაში დიაგნოზი – დეპრესია გამოიყენება იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის ცუდ ხასიათს, აზროვნების და მოქმედების შენელებას და ბოდვითი ხასიათის თვითბრალდებებით. ეს არის აფექტური მოშლილობებიდან ერთ–ერთი, სახელწოდება კი იმიტომ არის ასეთი, რომ ფუჭდება ხასიათი. 

 

ენდოგენური დეპრესია ზოგიერთი (არასპეციფიური) კონსტიტუციონალური დარღვევის შედეგია, ხოლო ეგზოგენური დეპრესია არის უკიდურესი პასუხი რაიმე სტრესულ მოვლენაზე (უსაფრთხოების გრძნობის დაკარგვა, გაყრა, ახლობელის სიკვდილი, იზოლაცია, ასაკობრივი ვალდებულებები). დეპრესიის დროს, პრაქტიკულად ყველა სფერო ჩათრეულია – ემოციური, ინტელექტუალური, ნებსითი თუ მოტივაციური, რაც პაციენტის ჩივილებში ვლინდება როგორც სუბიექტურად, ისე ობიექტურად – ქცევის შეცვლით. ხასიათის სტაბილური წახდენას თან ახლავს იმ ინტერესების დაკარგვაც, რაც ადრე მიმზიდველი, სიამოვნების და სიხარულის მომტანი იყო – გართობის სხვადასხვა ფორმა, ურთიერთობა, წიგნის კითხვა, ჰობი, პროფესიული საქმიანობა, სქესობრივი ცხოვრება და ა.შ. აქ არა მხოლოდ სიამოვნების გრძნობა იკარგება, არამედ მოტივაცია და სურვილიც დაკავდეს, რომელიმე ზემოაღნიშნული საქმიანობით, ხოლო დაინტერესება იცვლება გულგრილობით და გაღიზიანებით. დეპრესიის ყველა ტიპის დროს ასევე კნინდება პირველადი ბიოლოგიური მოტივაციებიც – ირღვევა ძილი, მადა, სექსუალური ფუნქციები. ამ დარღვევების ხარისხი განისაზღვრება დეპრესიული მდგომარეობის სიმიძიმით.


დეპრესიული სინდრომი სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში ვლინდება.


1. ფსიქიკური სიმპტომები: დათრგუნვა, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, აზროვნების შენელება, აპათია ან შინაგანი ღელვა, შიში, სევდიანი აზრები, გრძნობების დაკარგვა, შინაგანი სიცარიელე.
2. ფსიქომოტორული სიმპტომები: შებოჭილობა, ემოციების გამოხატვის დაქვეითება ან პირიქით ღელვა, მოუსვენრობა, კომპულსიური ნაკლებად ეფექტური მოქმედება და საქმიანობა.
3. ფსიქოსომატური სიმპტომები: სასიცოცხლო გრძნობების დარღვევა (ფიზიკური სისუსტე, მხნეობის არარსებობა).
4. ვეგეტატიური დარღვევები ვიწრო გაგებით: თავბრუსხვევა, გულის რიტმის დარღვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, სუნთქვის მოშლა.
5. ვეგეტატიური დარღვევები ფართო გაგებით: ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილის, მოჭერის, სიცივის შეგრძნება, მადის და წონის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია.


სომატური ჩივილები და ფუნქციონალური სიმპტომები, როგორც თანმხლები მოვლენები ან დეპრესიული აშლილობის ექვივალენტები შეიძლება პირველ ადგილზე ისე ძლიერად გამოვლინდნენ, რომ ისინი მთელს კლინიკურ სურათში დომინირებენ. შესაბამისად ემოციური დარღვევა შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს და დარჩეს შეუმჩნეველი. აი მაშინ შეიძლება უკვე ვისაუბროთ ფსიქოსომატური დაავადებების შესახებ.
ფსიქოსომატური დაავადებების დროს გამოსაყენებელი მეთოდები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:


• ღრმად–ფსიქოლოგიური მეთოდები (ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, გეშტალტ–თერაპია, ფსიქოდრამა და სხვა);
• მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია სიმპტომებზე და ქცევის მოდიფიკაციაზე (კოგნიტურ–ქცევითი თერაპია, ჰიპნოთერაპია). პრაქტიკაში შესაძლებელია მათი კომბინაცია. ღრმად–ფსიქოლოგიური მეთოდები მიზნად ისახავენ ფსიქოლოგიური კონფლიქტის გახსნას, რომელიც დგას ფსიქოსომატური სიმპტომების უკან, მთლიანად პიროვნების და გარემოსთან მისი ურთიერთობის გარდაქმნას.
სიმპტომების აღმოფხვრა არ წარმოადგენს ღრმა–ფსიქოლოგიური მეთოდების თერაპიის პირველ მიზანს – სიმპტომები სუსტდებიან და ქრებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ცდებიან ისინი მიზანს. ღრმად–ფსიქოლოგიური მიდგომის გამოყენების აუცილებელი პირობა არის პაციენტის უნარი თვითრეფლექსიისაკენ და საკმარისი დროის არსებობა ფსიქოთერაპიის კურსის ჩასატარებლად.
ფსიქოსომატური დაავადებები როგორც დეპრესიის გამოვლენის ფორმები
ფროიდმა ბრეირთან ერთად დაამტკიცა, რომ "დაქვეითებულ ემოციას" და "ფსიქიკურ ტრავმას" შეუძლიათ გამოვლინდნენ "კონვერსიის" გზით სომატური სიმპტომით.


ემოციური რეაქცია, რომელიც გამოიხატება სევდის და მუდმივი მღელვარების, ნეიროვეგეტატიურ–ენდოკრინოლოგიური ცვლილებების და შიშის დამახასიათებელი შეგრძნებების ფორმაში, ფსიქოლოგიური და სომატური სფეროების დამაკავშირებელი რგოლია. შიშის შეგრძნების ბოლომდე განვითარების ხელის შესაშლელად საჭიროა დამცავი ფიზიოლოგიური მექანიზმები, მაგრამ ჩვეულებისამებრ ისინი მხოლოდ ამცირებენ და არა აღმოფხვრიან ამ ფიზიოლოგიურ მოვლენებს და მათ პათოგენურ მოქმედებას. ეს პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მუხრუჭი, ანუ მდგომარეობა, როდესაც განგაშის ან მტრული შეგრძებების ფსიქომოტორული და სიტყვიერი გამოვლინებები იბლოკება ისეთი სახით, რომ სტიმულის ის ნაკადი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოედინება, მიემართება სომატური სტრუქტურებისკენ ვეგეტატიური სისტემის საშუალებით, რის შედეგად სახეზეა პათოლოგიური ცვლილებები სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში. ემოციური განცდის დროს, რომელიც არ იბლოკება ფსიქოლოგიური დაცვით, არამედ სომატიზირებისას ვნებს მის შესაბამის ორგანოთა სისტემას, დაზიანების ფუნქციონალური ეტაპი გადაიზრდება სომატურ სისტემის დესტრუქციულ–მორფოლოგიურ ცვლილებებში და ხდება ფსიქოსომატური დაავადების გენერალიზაცია. ამგვარად, ფსიქიკური ფაქტორი ვლინდება როგორც ზიანის მომტანი.


ფსიქოსომატური ტანჯვის სიმძიმის ცენტრად ყოველთვის ის ორგანო გვევლინება, რომელიც ინდივიდის წარმოდგენაში უფრო დაუცველი და მნიშვნელოვანია ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის. "ორგანოს არჩევა" ადასტურებს დამცავ – შემწყობი მექანიზმების უპირატეს მიმართულებას, რომელიც სტრესულ სიტუაციებში დეზინტეგრაციის ზრდის შესაბამისად ზიანის მომტანია.

 

სასუნთქე ორგანოების დაავადებები (ბრონქიალური ასტმა, ჰიპერვენტილაციის სინდრომი)


ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობას როგორც სუნთქვის ხილული მაჩვენებლები (მისი სიხშირე და სიღრმე), ასევე ფილტვების ფიზიოლოგიური ფუნქციები (სისხლის ჟანბადით გაჯერება და ტუტე მჟავის ბალანსის უზრუნველყოფა). მარტივ აღგზნებაც სუნთქვის გახშირებას იწვევს, ხოლო დაბალანსებული, სასიამოვნო მდგომარეობა კი გვაძლევს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვის მშვიდ და ჰარმონიული რითმებს. თავზარის და მოულოდნელი ელდისას შესაძლებელია მოხდეს სუნთქვის მცირე დროით შეჩერება. აქედან გამომდინარე, სუნთქვა ეს არის არამარტო ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც ხორციელდება და რეგულირდება ადამიანის მოთხოვნილებების მიერ. სუნთქვა არის საკუთარი "მე"–ს მდგომარეობის ფუნდამენტალური თვისება. ეს არის ინდივიდის და გარემოს შორის წონასწორობის მიღების და გაცვლის საშუალება. დედის ორგანიზმიდან ახალშობილის მოწყვეტისთანავე პირველ რიგში მან უნდა ისუნთქოს. პირველი ყვირილი – ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოვლენა. სუნთქვის გათანაბრება ავტონომიურ არსებაზე შეუწყვეტლივ აისახება ორგანიზმში.


სუნთქვა არის ასევე თვითგამოვლენის საშულება, ის ასახავს ემოციონალურ პროცესებს.


გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (ესენციალური ჰიპერტონია, გულის იშემური დაავადება, კარდიოფობური ნევროზი, გულის რითმის დარღვევები)
გული და სისხლძარღვები მონაწილეობას იღებენ ცხოველმოქმედების ყველა ასპექტში, თუმცა ნორმის დროს ადამიანი ამას ვერ აღიქვამს, რადგან გულის და სისხლძარღვების მოქმედება გამორიცხულია უშუალოდ ადამიანური აღქმიდან. და მხოლოდ გარკვეული უკიდურესი მდგომარეობის და დარღვევების დროს ხდება გულის აღქმა. ფსიქიკური სფერო ასევე განსაზღვრავს სისხლ–ძარღვთა ფუნქციებს როგორც სომატური. კავშირი გულის მოქმედებასა და ემოციების შორის ასახულია ბევრ ანდაზასა თუ გამოთქმაში. იმის მიუხედავად, რომ გულის მოქმედების ცვლილებები ვლინდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეგრძნებების დროს, პათოლოგიური დარღვევები გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დაკავშირებულნი არიან შიშთან, განრისხებასთან, გაბრაზებასთან და სხვა უარყოფით რეაქციებთან მაგალითად: მარტოობის, თავდასხმის შიში, რომელთა შედეგად, ჩნდება შეგრძნება, თითქოს გული იწყებს ფეთქვას ყელის და თავის არეში. ადრენალინის გამოყოფა, რომელიც ამ დროს ხდება იწვევს ძარღვების შევიწროებას, პულსის გახშირებას და მიოკარდის გაძლიერებას, რაც თავის მხვრივ იწვევს მოუსვენრობის და შიშის გრძნობას. ჩვეულებისამებრ გულს აკავშირებენ სიყვარულთან. ჩნდება შეკითხვა: რატომ იწვევს ზოგჯერ გულის დაავადებებს ურთირთობების გაწყვეტა, უახლოესი ადამიანის დაკარგვა. ზოგჯერ გული იქცევა ახლობელი ადამიანის სიმბოლოდ და მასზე ხდება ყველა იმ გრძნობის გადატანა, რომელიც, რაღაც მიზეზების გამო ღიად არ შეიძლება იყოს გამოხატული. ადამიანს ეშინია აჩვენოს სხვებს თავისი უკმაყოფილება. ქალი ვერ ბედავს უარი უთხრას საყვარელ ადამიანს და იმისათვის, რომ შეამციროს სევდა და აიცილოს დეპრესია, ტანჯავს საკუთარ გულს, მასზე გადააქვს თავისი გაღიზიანება.
კუჭ–ნაწლავთა დაავადებები (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, შეკრულობა. ემოციური დიარეა, წყლულოვანი კოლიტი)
აბსორბცია და გამოყოფა ეს არის კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ძირითადი ფუნქციები. მაგრამ მათი მოქმედებებით ისინი გარკვეულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანის გარე სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან, და გარეგან ცხოვრებისეულ სივრცესთან. ამოტომ ისეთი მოქმედებები როგორებიცაა– საკვების მიღება, ღეჭვა, ყლაპვა, გადამუშავება და ნარჩენების გამოყოფა მჭიდროდ შედიან ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის უფრო სუსტ დონეებზე. ეს პოულობს ასახვას ცნობილ რუსულ იდიომატურ გამოთქმებში: - "тебе не по зубам" (შენ ძალებს აღემატება), "его трудно раскусить" (მისი ჩაკბეჩა ძნელია), "аж слюнки потекли" (ნერწყვი მოადგა).


ახალშობილი თავისი ფუნქციონალურ–ფსიქოლოგიურ კუთხით მთლიანად წარმოადგენს პირის ღრუს. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ახალშობილის და გარემოს შორის ურთიერთობებში. გამოკვება და დანაყრების გრძნობა შემდგომში, ბავშვის განვითარების და და შემდგომ პიროვნებად ჩამოყალიბების კვალდაკვალ, ემსახურება უკვე არამარტო დანაყრების შეგრძნების მიღწევას, არამედ ეს ასოცირდება ზრუნვის, უსაფრთხოების შეგრძნების, განცდას იმისა, რომ შენ სხვებს უყვარხარ. საჭმლის მიღება და დანაყრების პროცესი რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე დაკმაყოფილების შემცვლელ საშუალებად, რომლის გამოყენება შესაძლებელია გულაცრუების ნებისმიერ მომენტში.


აღნიშნული შინაგანი კავშირი ადამიანის ფსიკიკური მდგომარეობასა და აბსორბცია – გამოყოფის პროცესს შორის იწვევს იმას, რომ ადამიანის ემოციური განწყობა საჭმლის მიღების დროს ზეგავლენას ახდენს მის შემდგომ მონელების პროცესზე. ასეთი განცდები, როგორიცაა აგრესია, შიში, სიფრთხილე, დეპრესია აყოვნებენ კუჭის ფუნქციებს, არღვევენ მოტორიკას და როგორც წესი იწვევენ ჯერ ფუნქციონალურ და შემდეგ კი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტრუქტურის ცვლილებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4