სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

იმისათვის რომ იყოთ მომოხიბლველნი

სილამაზე მომხიბვლელობის გარეშე - ცივი მარმარილოა, რომელიც წუთიერი სიამოვნებაა და სწრაფად შემოგადნება ხელში. მომხიბვლელობა გაზაფხულის მზესავითაა - განსაკუთრებით სასიამოვნო ცივი ზამთრის შემდეგ. ადამიანი, შეიძლება, არ იყოს ლამაზი, მაგრამ იყოს მომხიბლველი და სწორედ ეს, მას უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის .

 

 

იმ ადამიანებს ვისაც სურს გახდეს მომხიბვლელი, ფსიქოლოგები ურჩევენ: იყავით გულწრფელნი, გამოამჟღავნეთ ინტერესი მოსაუბრის მიმართ, ხშირად მიმართეთ მათ სახელით, ყურადღებით უსმინეთ და დაუსვით კითხვები სასაუბრო თემის ირგვლივ. არ ისაუბროთ საკუთარ თავზე ბევრი, არ გამოთქვათ პრეტენზიები, ნუ გააკრიტიკებთ ნურავის (მითუმეტეს მოსაუბრეს). გაიხსენეთ ის ადამიანები, რომელთაც თქვენ მიიჩნევთ მომხიბლველად.

 

 

მომხიბლველობისთვის, აუცილებელია, მადლიერების გულწრფელად გამოხატვა: გადაუხადე მადლობა ადამიანს იმისათვის, რაც მან შენთვის გააკეთა (განსაკუთრებით, თუ იგი მამაკაცია და გსურთ მისი ყურადღების მიიპყრობა). ეს უფრო გაამყარებს თქვენს ურთიერთობას და თავისთვის აღნიშნავს, რომ ძალიან ყურადღებიანი და მომხიბლველი ხართ. მთავარია, არ გადააჭარბოთ - ამან, შეიძლება, გულწრფელობა დაკარგოს.

 

ყველა ადამიანს უყვარს, როდესაც მის გეგმებს მხარს უჭერენ. ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ იყოთ მომხიბლველი, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიზაროთ და განსაკუთრებულად აღნიშნოთ ის საკითხები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია. არ შეგრცხვეთ, აღფრთოვანდით მოსაუბრის გეგმით, უთხარით ქათინაური და ეცადეთ, ეს მხოლოდ პირადად მისთვის იყოს განკუთვნილი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს დახვეწილი მანერები, საუბრისას სათანადო მიმიკა და ღიმილი, რომელიც აუცილებელია მომხიბლველობისა და მიმზიდველობისათვის.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4