სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გასტროშუნტირება

ნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ჭარბი წონით 70–დან 90კგ–მდე.



გასტროშუნტირება მიეკუთვნება რთულ–კომბინირებულ ოპერაციებს და მოიცავს რესტრიქციულ და შუნტირების კომპონენტს, ანუ კუჭის მოცულობის დაპატარავება და წვრილი ნაწლავის რეკონსტრუქცია, მიღებული საკვების შეწოვის შემცირების მიზნით.



საკვების მიღების შემცირება მიიღწევა კუჭის ზედა ნაწილში „პატარა კუჭის“ შექმნით, მოცულობით 20–30მლ, რომელიც პირდაპირ უერთდება წვრილ ნაწლავს. კუჭის დანარჩენი, დიდი ნაწილის მოკვეთა არ ხდება, რჩება, მაგრამ კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან მთლიანად გამორთულია და საკვების პასაჟში მონაწილეობას არ ღებულობს.



ამგვარად, ამ ოპერაციის შემდეგ, საკვები საყლაპავი მილიდან „პატარა კუჭში“ და იქიდან პირდაპირ გადადის წვრილ ნაწლავში, ისე რომ არ გაივლის კუჭის დიდ ნაწილს და თორმეტგოჯა ნაწლავს. კუჭის წვენი, ნაღველი და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენი ნაწლავის მეორე მარყუჟით საკვებს უკვე პირდაპირ წვრილ ნაწლავში უერთდება.



ოპერაციის შედეგად მიღებული საკვების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. ამასთან ერთად, საკვების ნაადრევი მოხვედრა წვრილ ნაწლავში იწვევს სიმაძღრის გამოხატულ და მყარ შეგრძნებას, უკარგავს საჭმლის მიღების სურვილს, ჩნდება გულგრილობა ჭამის მიმართ.



გასტროშუნტირების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, სხეულის წონის კლებასთან ერთად მასში კენჭების წარმოქმნის მომატებული ალბათობის გამო და წარმოადგენს ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტის გამწვავების პროფილაქტიკას შორეულ ოპერაციის შემდომ პერიოდში.



ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ლაპაროსკოპიული ან ტრადიციული მეთოდით. ოპერაციის ხანგძლივობა 2–4 საათია.



პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე მე–4 –5 დღეს.

სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 3–4 კვირის შემდეგ.

ნაკერები იხსნება 10–12 დღეში.

მანქანის ტარება შეიძლება ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ.

ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ.
პერიოდულად აუცილებელია ანტისეკრეტორული და რკინის შემცველი პრეპარატების პერორალური მიღება ექიმთან შეთანხმებით.

გასტროშუნტირების ოპერაციის სქემატური გამოსახულება.

მასალა მოგვაწოდა ესტა კუზანოვ კლინიკმა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4