სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

წახემსების დროა

რჩევები ბავშვთა კვებისთვის! ახლა, როცა თქვენმა შვილმა დაიწყო მყარი საკვების ჭამა, თქვენს წინაშე დადგა საკითხი, თუ როგორ შეურჩიოთ სწორი და დაბალანსებული მენიუ სასარგებლო ნივთიერებებით. მოდით, გავერკვიოთ!

 

 

პატარებისთვის აუცილებელია დღეში 5 ან 6- ჯერ ჭამა, ამიტომ პორციები უნდა იყოს მცირე რაოდენობით. პატარა ულუფების მომზადება ადვილი ჩანს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი.


► პროდუქტები, რომელსაც უნდა მოვერიდოთ:
• სოსისები
• მთლიანი ყურძნის მარცვლები და პომიდორი ჩერი
• კარამელი და დრაჟე
• თხილი
• პოპკორნი
• უმი სტაფილო, გაროხი და ნებისმიერი უხეში მარცვლები
• მარცვლეული
• ნებისმიერი პროდუქტის მოზრდილი ნაჭრები, მაგალითად ხორცის, კარტოფილის.


► არის თუ არა საშიში ნატურალური წვენი- ზომიერი რაოდენობა შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებს, მაგრამ ნუ მიაჩვევთ. როგორც წესი, მასში დიდი რაოდენობით არის შაქარი. გარდა ამისა, მადას აქვეითებს და სასარგებლო საკვების ადგილს იკავებს.
აუცილებლად შეისწავლეთ პროდუქტის შეფუთვაზე დატანებული შემადგენლობა. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება აღნიშნული წვენების ჩანაცვლება ჩვენივე მომზადებული, გაწურული ხილის წვენით.
ვარჩევთ მენიუს ასაკის შესაბამისად


► პატარა 1 წლისაა:
• კვერცხი გახლავთ დაბალანსებული კვების ერთ-ერთი წყარო, მაგრამ ადევნეთ თვალი, რომ ალერგია არ გამოიწვიოს
• საღი ბოსტნეული-ხელოვნური წვენის არაჩვეულებრივი ჩანაცვლებაა. ატამი, ბანანი ან ვაშლის პიურე არაჩვეულებრივია თქვენი ბავშვისთვის.
• კალცისთვის- ყველი და ხაჭო.
• მოხარშული ბოსტნეული-შეურიეთ ერთმანეთს სტაფილო, ლობიო და კარტოფილი.


► 18 თვის:
ძირითადი კვების შუალედში შეგიძლიათ მისცეთ:
• უმარილო ე.წ. კრეკერი
• ბანანი
• ტოსტის პური კარაქით
• უმარილო ბრინჯის ორცხობილა


► 2 წლის:
მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვიტამინები:
• კვერცხი- რკინის და ცილების მისაღებად
• ყველი- კალციუმის და ცილებისთვის
• თევზი კარტოფილის პიურესთან ერთად-კალციუმის და ნახშირწყლების ერთობლიობაა.
• ნებისმიერი მარცვლეული- B ვიტამინების ჯგუფები.
• საღი ხილი
• ბროკოლი და ფერადი კომბოსტო.
• მშრალი ხილი/ ჩირი.


► 3 წლის:
3 წლის ბავში არის აქტიური და ხარჯავს დიდ ენერგიას, რომლის აღდგენასაც საჭიროებს. რა თქმა უნდა მისი მენიუ დიდად არ შეიცვლება. დამატებითი იდეებისთვის:
• ხილის კოქტეილი- გემრიელი და მხიარული სასმელია. ჭიქაში საწრუპის ჩაგდება არ დაგავიწყდეთ.
• პასტა თინუსთან ან ორაგული სენდვიჩებისთვის.
• ორცხობილა: უპირატესობა მიანიჭეთ ბრინჯის ან შვრიისას.


► სკოლამდელი ასაკის კვება:
წასახემსებლად შეურჩიეთ კომპლექსური ნახშირწყლები
• პური, კექსი, კრეკერი, პასტა და სალათები.
• რძის პროდუქტები.


Med.ge - თქვენს პატარებს ჯანმრთელობას უსურვებს!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4