სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გინეკოლოგია

შარდის შეუკავებლობა

რა არ იციან ქალებმა შარდის შეუკავებლობაზე შარდის შეუკავებლობა.

 

შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებულია ქალებში, რის შედეგადაც ქალებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად მათ დეპრესიაც ემართებათ. შარდის შეუკავებლობის რამოდენიმე ფორმა არსებობს:

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება შარდის უნებლიე დაღვრით დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სქესობრივი ცხოვრების დროს.

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ორი პიკი არსებობს. პირველი პიკი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს ხდება იოგების დაზიანება, კუნთების მოდუნება რის შედეგათ ვითარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა. სამწუხაროდ ახალგაზრდა დედები ამას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, ბავშვზე გადააქვთ მთელი დრო, თან ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს. ერთადერთი რამაც ეს პროცეში შეიძლება შეაჩეროს, არის ელექტრომიოსტიმულაცია – კუნთების ვარჯიშები სპეციალური აპარატის გამოყენებით. მშობიარობის შემდგომ უახლოეს პერიოდში ელექტრომიოსტიმულაცია ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინაიდან აღდგენილ იქნას შორისის კუნთების ფუნქცია.

მეორე პიკი მოდის ქალის საშუალო ასაკზე და თან ერთვის მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს. ამ დროს ხდება იმ იოგების და კუნთების მოდუნება, რომლებიც განაპირობებენ შარდის შეკავებას. დღეს საქართველოში უკვე შესაძლებელია მინიმალურად ტრავმული ოპერაციების წარმოება, რომელთა მეშვეობით ხდება აღნიშნული იოგების ჩანაცვლება. TVT ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, ქალი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე და რაც მთავარია ამგვარი ოპერაციების ეფექტურობა აღემატება 90%.

გარდა ამისა, არსებობს შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა, რომელიც განპირობებულია ჰიპერაქტიული შარდის ბუშტით, და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, ქალი ხშირად ვერ ასწრებს საპირფარეშომდე. მსგავსი სიტუაცია შეიძლება განმეორდეს დღეღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით. ამ დაავადების მკურნალობა ძალზედ ეფექტურია სპეციალური მედიკემენტების მეშვეობით.

ამრიგად, შარდის შეუკავებლობა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ქალის ყველაზე ხშირ და მძიმე პრობლემას ხშირად იწვევს ნევროზს და დეპრესიას. უკვე არსებული შარდის შეუკავებლობა სავსებით განკურნებადია, ხოლო მის ასაცილებლად ახალგაზრდა ასაკში მშობიარობის შემდგომ უნდა იქნას მიღებული დროული ღონისძიებები.

 

სტატია მოგვაწოდა tqveniurologi.ge

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4