სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფარისებრი ჯირკვალი

რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ორგანიზმისთვის



ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისერზე, ტრაქეისა და ხორხის ხრტილების მიდამოში. ის არსებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობაზე. მისი ნორმალური ფუნქციონირებისას ადამიანი თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს, წარმოიშობა სიხარულის შეგრძნება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას იგრძნობა სწრაფი დაღლა; კანი ხდება მოშვებული. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად აღინიშნება თმის შენელებული ზრდა. ძვლები მყიფე ხდება. ადამიანი მოდუნებულია, აპათიური, აღინიშნება შეშუპება. მას უქვეითდება გონებრივი შესაძლებლობები, უნელდება რეაქციები. სუსტად განვითარებული ფარისებრი ჯირკვალი უარყოფითად ზემოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე, იწვევს ინტერესის დაკარგვას სქესობრივი ცხოვრებისადმი. ორგანიზმში თოროქსინის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობისას, რომელიც იოდს შეიცავს, ადამიანს უჩნდება ჩიყვი. ამ ჯირკვლის ამოკვეთას ან მის ფუნქციურ უკმარისობას შეუძლია, გამოიწვიოს სიმპტომური დაბერება დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში. ფარისებრი ჯირკვლისთვის, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის აუცილებელია იოდი. ორგანიზმში უნდა იყოს იოდის ნორმალური შემცველობა, რომ შენარჩუნდეს სისხლში თიროქსინის მარაგი. ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, C ვიტამინი, ამინომჟავა თიროზინიც, რომელიც მონაწილეობს ცილების აგებაში. იოდის წყაროებია ზღვის პროდუქტები და წყალმცენარეები, თევზის ქონი, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი და ავოკადო. ვიტამინ C-ს წყაროებია: შავი მოცხარი, ლიმონი, ფორთოხალი, პომიდორი, კომბოსტო და წითელი წიწაკა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4