ნივთიერებათა ცვლის გამართული პროცესისათვის ყველა ვიტამინი აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა, მხოლოდ ზოგიერთს ენიჭება.
ვიტამინი A — მონაწილეობს ცილების ცვლაში და ანტისხეულების წარმოქმნის პროცესში. მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, კლებულობს ანტისხეულის და სისხლის იმუნური უჯრედების გამომუშავება. ადამიანი ხშირად ავადმყოფობს და სწრაფად ბერდება.
ვიტამინი E — მონაწილეობს ანტისხეულების ფორმირებაში. მისი ნაკლებობა მოქმედებს როგორც ანტისხეულების გამომუშავებაზე, ისე უჯრედულ იმუნიტეტზე. ვიტამინი E ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას დაავადებების მიმართ. მისი მიღება აუცილებელია ყველა ასაკში.
ვიტამინი B — ენერგეტიკის გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ბიოქიმიური პროცესები: ის სტიმულს აძლევს და ეხმარება იმუნურ სისტემას ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი სტრესის დაძლევაში. ვიტამინი B5 მონაწილეობს ცილების და ცხიმების ცვლაში, არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. ვიტამინი B12 ამაღლებს და აძლიერებს იმუნური თავდაცვის ძალას. მას შეუძლია გაანადგუროს უცხო უჯრედები. ის მონაწილეობს ორგანიზმში ცილის სინთეზისა და ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმში.
ვიტამინი C — ამაღლებს მაკროფაგის აქტივობას ინფექციურ აგენტებთან ბრძოლაში.