1000 წყვილის გამოკვლევის საფუძველზე, რომლებიც უბიწოდ (ვირგოგამია) დაქორწინებული იმის გამო, რომ მეუღლეებს არ შეეძლოთ სქესობრივი ცხოვრების დაწყება მეკერიმ გამოყო ამ მოვლენის თანმდევი შემდეგი მიზეზები:

- ქალ პარტნიორებში საშოში სასქესო ასოს შეყვანის დროს ტკივილის შეგრძნება - შემთხვევათა 20,3%. - წარმოდგენა, რომ სქესობრივი აქტი არის რაღაც არასასიამოვნო რამ - 18%; - პარტნიორი მამაკაცის იმპოტენცია - 11,7% - ვიწრო საშო - 8,2% - პარტნიორი მამაკაცის მიერ ქალის სასქესო ორგანოების აგებულებების ანატომიური თავისებურებების იგნორირება - 5,2%; - პარტნიორი ქალის ნეგატიური დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ - 5,2%. - ზიზღის გრძნობა ქალისა მამაკაცის სასქესო ორგანოს მიმართ - 4,6% - ზიზღის გრძნობა ქალისა კონტრაცეპციის მეთოდების მიმართ, რასაც თან ახლავს დაფეხმძიმების შიში - 3,3%; - ზიზღის გრძნობა ქალისა პარტნიორი მამაკაცის მიმართ - 3,0%; - პარტნიორის გაღიზიანების საჭიროება - 1,4%; - ქმრის სასქესო ორგანოს მიმართ შიში - 1,2%; - სპერმის შიში - 0,9%. მსგავსი ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 2-4 წელს. მკურნალობის შედეგად წყვილთა 60% იწებს სქესობრივ ცხოვრებას პირველ ნახევარ წელიწადში, ხოლო მეუღლეთა 72 % კი მკურნალობის დაწყებიდან 2 წელიწადში.