საცრემლე ჯირკვლები გამოიმუშავებენ ცრემლს, რომელიც ატენიანებს და ასუფთავებს თვალს. საცრემლე აპარატის დაავადებებში გაერთიანებულია ის პათოლოგიები, რომლებიც აზიანებენ მის ერთ, ან ყველა კომპონენტს: საკუთრივ საცრემლე ჯირკვალი, გამომტანი სადინარები და ცრემლგამტარი გზები.

ამ დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება: • დაკრიოადენიტი _ საცრემლე ჯირკვლის ანთება; • ეპიფორა _ ცრემლის ჭარბი გამომუშავება; • ცრემლგამტარი გზების სტენოზი (შევიწროება), ან ანთება. მიზეზები საცრელმლე ჯირკვლის დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ჯირკვლის განვითარების ანომალია) და ანთებითი დაავადებების შედეგად შეძენილი (გრიპი, ქუნთრუშა, პაროტიტი, სიმსივნეები და ტრავმები). ცრემლგამტარი გზების დაავადებიდან აღსანიშნავია: სტენოზი, უცხო სხეულის არსებობა, მილაკებისა და საცრემლე პარკის ანთება. როგორ ამოვიცნოთ დაავადება ? თუ ბავშვს დაბადებიდანვე აქვს შესიებული ზედა ქუთუთო, მუდმივი ცრემლდენა (ან პირიქით) და მომატებული ტემპერატურა, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს საცრემლე ორგანოების თანდაყოლილ დაავადებასთან. საცრემლე ჯირკვლის მწვავე ანთება, როგორც წესი, ბავშვებში და ახალგაზრდებში გვხვდება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. საცრემლე ჯირკვლის ანთებისას, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვალიც დაზიანდეს. დაავადების ძირითადი ნიშნებია - ზედა ქუთუთოს გარეთა ნაწილში შეშუპება და ტკივილი. ძლიერი შეშუპებისას თვალის გახელა რთულდება, ხოლო თვალის კაკალი შეზღუდულია მოძრაობაში. გარდა ამისა, აღინიშნება თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ძილის რეჟიმის დარღვევა და მადის დაქვეითება. ცრემლგამტარი გზების დაავადების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მუდმივი ცრემლდენა, რომელიც მატულობს ქარსა და სიცივეში. ცალკე აღსანიშნავია ახალშობილთა საცრემლე პარკის ანთება (ახალშობილთა დაკრიოცისტიტი), რომელიც მუდმივი ცრემლდენით ხასიათდება. დიაგნოსტიკა დიაგნოზს აზუსტებს თვალის ექიმი შესაბამისი კლინიკური ტესტების შესაბამისად. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა