წითურა წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი და ლიმფადენოპათია, საშუალო სიმძიმის პროდრომი: ცხელება, ანორექსია, თავისა და სახსრების ტკივილი.

• ძირითადად მიმდინარეობა და გამოსავალი კეთილსაიმედოა • წითელას ვირუსი წარმოადგენს ჭეშმარიტად ტერატოგენულ ვირუსს, თუ მოხდა ორსულის დაინფიცირება ორსულობის პირველ 16 კვირაში , ეს გამოიწვევს 30% -ში ორსულობის შეწყვეტას, 30%-ში ნაყოფის სიმახინჯეებს. • წითურას ძირითად არასასურველ გართულებებს წარმოადგენს ქრონიკული ართრიტი, ენცეფალიტი და თრომბოციტოპენიური პურპურა. დაუყოვნებელი მოქმედებები: თუ ორსულ ქალს დაესვა სავარაუდო წითურას დიაგნოზი, ის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, ადრეული დიაგნოზი საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ ორსულობის გაგრძელება – არ გაგრძელებაზე. კლინიკური ნიშნები •მწვავე კონტაგიოზური დაავდებაა, დამახასიათებელია გარდამავალი გამონაყარი ლიმფადენოპათიით. • პროდრომი (თავის, სახსრების ტკივილი, შემცივნება, ანორექსია და ცხელება) გამოხატულია საშუალო სიმძიმით. • ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღემდე • მოზრდილ ქალებში ვითარდება პერსისტირებული ართრალგია თანდაყოლილი წითურა • ვინაიდან ვირუსი არის ძლიერ ტერატოგენული, იგი იწვევს ნაყოფის დაზიანებას და ზოგჯერ თანდაყოლილი წითურას განვითარებას • გადადის ტრანსპლაცენტარულად • 30% მთავრდება სპონტანური აბორტით, ან ნაადრევი მშობიარობით • 25% ბავშვებისა დაბადებისას ჩანს ნორმალური, 2 წლის ასაკისათვის დაზიანებები აღმოაჩნდება 80%-ს • დამახასიათებელია კლასიკური ტრიადა: გულის მანკი, სმენის დეფექტი და თვალის ანომალიები გადაცემის გზები • ჰაერ-წვეთოვანი გზა, ანუ კონტაქტი დაავადებულის ცხვირხახის სეკრეტთან • დაავადებულის სისხლით, შარდით ან განავლით დაბინძურებულ თეთრეულთან კონტაქტი • ტრანსპლაცენტარული გზა დაავადებული დედისაგან დიაგნოზი კლინიკური მონაცემები • პროდრომი თითქმის არ არის გამოხატული ბავშვებში და საშუალო სიმძიმით არის მოზრდილებში: თავის ტკივილი, ანორექსია, რინორეა, ყელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია • გამონაყარი • მსუბუქი კონიუნქტივიტი • თავისა და თვალების ტკივილი (მოზრდილებში) • სახსრების ტკივილი ან ანთება, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა (უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში) • ცხელება- უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში • ლიმფადენოპათია (კეფის, კისრის უკანა და ყურის უკანა ლიმფური კვანძების), გაივლის გამონაყრის გაქრობიდან 7 დღეში. ხდება პალპაციით მტკივნეული გამონაყრის გაჩენისთანავე. • გამონაყარი მაკულოპაპულური ტიპის, ვარდისფერიდან- წითლამდე შეფერილობის, არა აქვს გაერთიანების ტენდენცია. გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება მთელს სხეულზე, გრძელდება 3-5 დღე და არ ტოვებს არანაირ კვალს დიფერენციალური დიაგნოზი • წითელა • წითელი ცხელება • წამლისმიერი რეაქცია • კავასაკის სინდრომი • ენტეროვირუსული ინფექცია • როზეოლა • ინფექციური მონონუკლეოზი • ჩუტყვავილა • მარტივი ჰერპესი ტესტები • ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა ELELIშA-მეთოდით • არაპირდაპირი ომუნოფლუოროსცენციული მეთოდი • კომპლემენტის ფიქსაცია • პასიური ჰემაგლუტინაციის მეთოდით ანტისხეულების აღმოჩენა • ვირუსის იზოლირება მკურნალობა • შეუქმენით პაციენტს რაც შეიძლება კომფორტული გარემო • დაადგინე ვისთან გქონდათ კონტაქტი და ურჩიეთ აცრის გაკეთება • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე • აცეტამინოფენი_ რეკომენდირებულია ცხელებისა და ტკივილების დროს • სახსრების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, მაგ.: იბუპროფენი • სასტიკად აკრძალულია ასპირინის გამოყენება, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს რეინოს სინდრომი. References Advisory Committee on Immunization Practices (ACIP) Centers for Disease. General recommendations on immunization: recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices (ACIP). MMWR Recomm Rep 2006;55(RR-15):1-48. Also available at the National Guideline Clearinghouse Recommended immunization schedule for Persons Aged 0-18 Years -- United States, 2007. MMWR 2007;55(51):Q1-Q4 Recommended Adult Immunization Schedule -- United States, October 2006 -- September 2007. MMWR 2006;55(40):Q1-Q4 Control and prevention of rubella: evaluation and management of suspected outbreaks, rubella in pregnant women, and surveillance for congenital rubella syndrome. MMWR Morb Mortal Wkly Rep 2001;50(RR-12):1-23. Notice to readers: Revised Advisory Committee on Immunization Practices recommendation for avoiding pregnancy after receiving a rubella-containing vaccine. MMWR Morb Mortal Wkly Rep 2001;50:1117 Kimmel SR. Vaccine adverse events: separating myth from reality. Am Fam Physician 2002;66:2113-20 Sur DK, Wallis DH, O'Connell TX. Vaccinations in pregnancy. Am Fam Physician 2003;68:E299-309 მასლა მოგვაწოდა ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრმა”