მოსახლეობის 7-8 % ამ ტიპს მიეკუთვნებa. სისხლის ეს ჯგუფი წარმოიქმნა ორი საწინააღმდეგო А და В ტიპის ჯგუფების შერწყმისას. ამ ტიპის ჯგუფს შეუძლია მიიღოს ყველა ჯგუფის სისხლი, მაგრამ მისი ჯგუფის სისხლი - მხოლოდ მისივე ჯუფმა.

ძლიერი მხარეები ყველაზე ახალგაზრდა სისხლის ჯგუფია. მოქნილი, ძალზედ მგრძნობიარე იმუმური სისტემა. აერთიანებს А და В ტიპების დადებით მხარეებს. სუსტი მხარეები სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა. ”ღია” იმუნური სისტემა (არამდგრადი მიკრობული ინფექციებისადმი). აერთიანებს А და В ტიპების უარყოფით მხარეებს. რისკის ჯგუფები გულის დაავადებები. ონკოლოგიური დაავადებები. ანემია. დიეტის რეკომენდაციები ზომიერი, შერეული დიეტა. ხორცი - ცხვარი, კუდღელი, ინდაური. თევზი (ზღვისპროდუქტების გარდა). რძის პროდუქტები. ზეითუნის ზეთი. თხილი - არაქისი, კაკალი პარკოსნები - ზომიერად. ბურღულეული (წიწიბურის და სიმინდის გარდა) ბოსტნეული (წიწაკის, შავი ზეთის ხილისა და სიმინდის გარდა) ხილი (მკვეთრისა და მჟავის გარდა) რეკომენდირებული სასმელები: ყავა, მწვანე, ასკილის, გვირილისა და კუნელას ჩაი. ნეიტრალურია: ლუდი, ღვინო, პიტნის ჩაი, ვალერიანი, ჟოლო. მოსარიდებელია: ალოე, ცაცხვი და მისი ჩაი. წონის კონტროლის პროგრამა მოსარიდებელია: წითელი ხორცი, ლორი და ბეკონი, მზესუმზირა, წიწიბურა, წიწაკა, ხორბალი და სიმინდი. ეხმარება: თევზი, რძის პროდუქტები, მწვანილი, წყალმცენარეები, ანანასი.