საკვები პროდუქტის შეძენისას, ჩვენ ხშირად ვაკვირდებით წარმოების თარიღსა და ვადას. თუმცა არსებობს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლის ვადების ჩვენ არაფერი ვიცით, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
პორტალი Bright Side - გვთავაზობს ნივთების იმ ჩამონათვალს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ. სავარცხელი – 1 წელი როგორც აღმოჩნდა, სავარცხელი სულ მცირე, კვირაში ერთხელ უნდა გავრეცხოთ და მინიმუმ წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ. ბალიშები – ვარგისიანობის ვადა 2-3 წელი იმის მიუხედავად, თუ რა მასალით არის დამზადებული ბალიში, 2-3 წლის შემდეგ მტვრის ბუდედ იქცევა და შესაძლოა, დეფორმაციის გამო კისერიც გატკინოთ. ოთახის ჩუსტები – 6 თვე ოთახის ჩუსტები სოკოვანი დაავადების გადამტანი საშუალებაა. 6 თვის მანძილზე ის რაც შეიძლება ხშირად უნდა რეცხოთ. შხაპის ღრუბელი – ვარგისიანობის ვადა 2 კვირა აბაზანის ღრუბელი და ჯაგრისები, ასევე უამრავი ბაქტერიის გადამტანია და ამიტომ ხშირად უნდა ვცვალოთ. პირსახოცი – ვადა 1-3 წელი სველი და ნესტიანი პირსახოცები იდეალური ბუდეა სხვადასხვა ბაქტერიისთვის, რომლის პრობლემას ხშირი რეცხვითაც კი ვერ მოაგვარებთ. კბილის ჯაგრისი – 3 თვე კბილის ჯაგრისი მაშინაც კი უნდა გამოვცვალოთ, თუ გრიპით, ან სხვა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან განვიკურნებით, რომ ვირუსი ხელახლა არ შეგვიბრუნდეს. სარბენად განკუთვნილი ბოტასი– 1 წელი მაქსიმუმ 450 კმ-ს გარბენის შემდეგ ბოტასები ამორტიზაციას კარგავს, ამან კი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ბიუსჰალტერი – 1-2 წელი მაშინვე, როგორც კი ბიუსჰალტერი ფორმას დაკარგავს, უფრო დიდი გახდება ზომაში, ან უფრო პატარა, ნაკლებად ელასტიური იქნება, დაუნანებლად გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი.