ცისტიტი საკმაოდ არასასიამოვნო დაავადებაა. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც შეგიმცირებთ ცისტიტის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს და დაგეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში:
1. დარჩით სახლში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარეთ მზიანი ამინდია; 2. დაიდეთ თბილი და არა ცხელი სათბური შარდის ბუშტის არეში, ან მიიღეთ თბილი აბაზანა. ეს შეგიმცირებთ შარდის ბუშტის არეში ტკივილს და ხშირ სპაზმს; 3. კვების რაციონიდან ამოიღეთ წიწაკა, მდოგვი, დაკონსერვებული პროდუქტები და ალკოჰოლი, რადგან სწორედ ისინი აღიზიანებს შარდგამომყოფ გზებს; 4. თავი შეიკავეთ სქესობრივი სიახლოვისგან; 5. მიიღეთ დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, ჩაი რძით, სამკურნალო ბალახების ნაყენები და ნახარშები შარდის ბუშტის გაწმენდისა და მისგან წიდების გამოდევნის მიზნით; 6. არეგულირეთ კუჭის მოქმედება დიეტით და საფაღარათო საშუალებებით. მასალა მოგვაწოდა ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი ”თბილისელები”-ს რედაქციამ