პოლინეიროპათია ბევრი პერიფერიული ნერვის ერთდროული დაზიანებაა. გამოვლინდება მამოძრავებელი და მგრძნობიარე დარღვევის სახით ხელსა და ფეხზე (უპირატესად თითებსა და ტერფზე).
პოლინეიროპათიის მიზეზებია: 1. ქრ. ინტოქსიკაცია (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ტყვია, გოგირდი, სულფამილამიდი); 2. ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი); 3. ვიტამინების უკმარისობა; 4. ავთვისებიანი სიმსივნე (მათ რიცხვში ლეიკოზი). სიმპტომატიკა: 1. მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა (კუნთების ატროფია, ტონუსის დაქვეითება); 2. მგრძნობელობის დარღვევა (ტკივილი ტაქტილური) ზოგჯერ კი პირიქით, შეხებისას მგრძნობელობის მატება; 3. წარმოიქმნება ტროფიკის დარღვევა (კანი ილევა, ფრჩხილები ტყდება). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირად, პოლინეიროპათია გვხვდება როგორც შაქრიანი დიაბეტის გართულება.