დისპარეუნია ნიშნავს სქესობრივი აქტის დროს ტკივილს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული სქესობრივი დარღვევა პარტნიორებს შორის.

დისპარეუნიის მეტ-ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება: ქალებში: სასქესო ორგანოების ანთების და მშობიარობის შემდგომი ცვლილებები; ბიოლოგიური ჭკნობის პერიოდი; გინეკოლოგიური დაავადებები და ოპერაციები; სქესობრივი ორგანოების განვითარების ნაკლოვანებები; ისტერია პარტნიორული ფაქტორები. მამაკაცებში: შარდ-სასქესო სისტემის ანთების შემდგომი ცვლილებები; ალკოჰოლიზმი; პარტნიორი ქალის მიერ სისტემატური იძულება სექსუალური ექსცესებისადმი; სხვა პარტნიორული ფაქტორები.