კონიუნქტივიტი - თვალის შემაერთებელი გარსის ანთება. ადენოვირუსული კონიუნქტივიტი ადენოვირუსული კონიუნქტივიტი (ფარიგოკონიუნქტივალური ცხელება). ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. დაავადება ვითარდება სპორადულად ან ეპიდემიურად, უპირატესად, ბავშვთა კოლექტივებში.
ადენოვირუსული კონიუნქტივიტის სიმპტომები დაავადებას ახასიათებს მწვავე დასაწყისი. თვალის დაზიანებას წინ უსწრებს და თან სდევს ზედა სასუნთქი გზების დაავადება, სხეულის ტემპერატურის მატება, ყურისუკანა ლიმფური კვანძების შესიება (უმეტესად ბავშვებში). აღინიშნება: ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების კანის შეშუპება და გაწითლება, ზომიერი ბლეფაროსპაზმი, კონიუნქტივის ჰიპერემია, მწირი არაჩირქოვანი გამონადენი (კატარული ფორმა). არც თუ იშვიათად, დაავადებას თან სდევს ფოლიკულების (ფოლიკულური ფორმა), ან აპკების განვითარება. აპკოვანი ფორმა, უპირატესად, ბავშვებში გვხვდება. იშვიათად გვხვდება რქოვანას ეპითელიალურ წერტილოვანი დაზიანება, რომელიც უკვალოდ ქრება. დიაგნოზი ისმევა ზედა სასუნთქი გზების კატარის და რეგიონარული ადენოპათიის თანაარსებობით და, ასევე, ციტოლოგიური, სეროლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევების საფუძველზე. პროფილაქტიკა ემყარება დაავადების დროულ გამოვლენას და ავადმყოფთა იზოლაციას. ასევე, მათ მიერ პირადი ჰიგიენისა და ასეპტიკის პირობების დაცვას. მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტი გამომწვევი: კოხ-უიკსის ჩხირი, პნევმო-, გონო-, სტრეპტო- და სტაფილოკოკები და სხვ. როგორც წესი, ვითარდება კონიუნქტივის ეგზოგენური დაინფიცირება. ასევე, შესაძლებელია, აუტოინფექციის გზითაც გავრცელდეს. დაავადების განმაპირობებელი ფაქტორებია - ორგანიზმის გაცივება, ზოგადი დასუსტება, კონიუნქტივის მიკროტრავმები. კოხ-უიქსის კონიუნქტივიტი (მწვავე ეპიდემიური კონიუნქტივიტი) გადაიცემა ავადმყოფის დაბინძურებული ხელით, ან დაინფიცირებული საგნების მეშვეობით. ხშირად გვხვდება ზაფხულობით ბავშვებში და ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. გონობლენორეა (გამომწვევი გონოკოკი) - ვითარდება ახალშობილებში გონორეით დაავადებული დედის სამშობიარო გზების გავლის შემდეგ. მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტის სიმპტომები მწვავე დასაწყისი: უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება და ჰიპერემია, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, ან ჩირქოვანი გამონადენი. ბლენორეული კონიუნქტისათვის, დასაწყისში, დამახასიათებელია სეროზულ-ჰემორგიული, ხოლო 3-4 დღეში უხვი ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია ინფილტარტებისა და რქოვანას წყლულის ჩამოყალიბება. კოხ-უიკსის კონიუნქტივიტის შემთხვევაში ხშირია სკლერის კონიუნქტივაში მრავლობითი მცირე სისხლჩაქცევა და თვალის ნაპრალის ფარგლებში მისი სამკუთხა ფორმის შეშუპება (ქემოზი). მორაქს-აკსენფელდის კონიუნქტივიტი ხასიათდება ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობით, უპირატესი ლოკალიზაციით თვალის ნაპრალის კუთხეებში. დაავადების ეტიოლოგია დგინდება კონიუნქტივალური გამონადენის ბაქტერიოლოგიური კვლევით. პროფილაქტიკა. კოხ-უიკსის კონიუნქტივიტის ეპიდემიური გავრცელებისგან დასაცავად რეკომენდებულია ბავშვებში, აპრილი-მაისის თვეებში, კონიუნქტივის სანაცია. ხოლო, გონობლენორეასგან დასაცავად ახალშობილებში გამოიყენება ერთჯერადად ვერცხლის ნიტრატის 2% ხსნარის ინსტილაცია, გონოერით დაავადებულ ზრდასრულებში კი პირდი ჰიგიენის დაცვა. ქრონიკული კონიუნქტივიტი ეტიოლოგია, პათოგენეზი: კონიუნქტივაზე ხანგძლივად მოქმედი გამაღიზიანებლები (მტვერი, გამონაბოლქვი და სხვ.), ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ცრემლგამტარი გზების ქრონიკული დაზიანება და ამეტროპია. ქრონიკული კონიუნქტივიტის სიმპტომები ქავილი, წვა, უცხო სხეულის (“ქვიშის”), შეგრძნება, ადვილი მხედველობითი დაღლილობა. დათვალიერებით კონიუნქტივა მცირედ შეშუპებულია, ჰიპერემიულია, აღინიშნება მცირე რაოდენობის ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. მიმდინარეობა ხანგრძლივია. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა