რქოვანას ანთება (კერატიტი) _ მძიმე დაავადებაა, რომელიც იწვევს რქოვანას გამჭვირვალობის დაქვეითებას, მხედველობის დაქვეითებას და ანთებითი პროცესის შესაძლო გავრცელებას თვალის ღრმა შრეებში.

კერატიტის წარმოშობის ყველაზე საშიში მიზეზია: ჰერპესის ვირუსი, სოკო, პროტოზოული ინფექცია და პსევდომონა. რქოვანას ინფიცირებას ახდენს მექანიკური ტრავმა და ლინზების ხმარება. ვირუსული კერატიტი ხშირად ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე. როგორც წესი, კერატიტს თან ახლავს მხედველობის დაქვეითება, თვალის სიწითლე, ცრემლდენა, სინათლის შიში და ძლიერი ტკივილი. კერატიტების მკურნალობა მიმდინარეობს კონკრეტული ინფექციის მიმართ სპეციფიური ანტიბიოტიკებით, ანტივირუსული და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით. როგორც წესი მკურნალობა ხანგრძლივია და არც თუ ყოველთვის მივყავართ სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუმცა ყველა კერატიტი არ იწვევს რქოვანას ისეთ მძიმე შემღვრევას, რომელიც აქვეითებს მხედველობას. კერატიტების მრავალი ფორმა მორეციდივე (განმეორებადი) მიმდინარეობით ხასიათდება და ანთების ყოველი შემდგომი შეტევა იწვევს სულ უფრო მყარ ცვლილებებს. ყველაზე რთულად ექვემდებარება მკურნალობას ჰერპესული, პროტოზოული და სოკოვანი კერატიტები. დიაგნოსტიკა დიაგნოზს აზუსტებს მხოლოდ თვალის ექიმი შესაბამისი კლინიკური ტესტების შედეგად. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა