კატარაქტა არის დაავადება, როდესაც თვალის ბროლი კარგავს გამჭვირვალეობას. შემღვრევა თვალში შემავალი სინათლისათვის, დაბრკოლებას წარმოადგერნს. ამიტომ, კატარაქტის უმთავრესი სიმპტომი - მხედველობის თანდათანობითი დაქვეითებაა.

დაწყებითი, მოხუცებულობის, კატარაქტა ხასიათდება მხედველობის უმნიშვნელო დაქვეითებით და ვლინდება (ოფთალმოლოგიური გამოკვლევით) ბროლში პერიფერიიდან ცენტრისკენ მიმავალი შტრიხისებრი შემღვრევების არსებობით. არამწიფე კატარაქტა მხედველობას უფრო აქვეითებს (რაც ბროლში შემღვრევების მატებასთან არის დაკავშირებული), ხოლო მწიფე კატარაქტას ახასიათებს მხედველობის მკვეთრი გაუარესება, რაც განპირობებულია ბროლის დიფუზური შემღვრევით. იგი მორუხო-მოთეთრო ფერის ხდება. მოხუცებულობის კატარაქტის დამწიფება 1-3 წლამდე, ან უფტო მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა– ქირურგიული ჩარევა. სხვადასხვა კონსერვატული სამკურნალო ღონისძიებანი (წვეთები, ინექციები და სხვ.) მხოლოდ ანელებენ პროცესის პროგრესირებას და ამით, ძალიან ცოტა ხნით, გადაავადებენ ოპერაციას. შემღვრეული ბროლის ამოღებისას (ექსტრაქცია), მხედველობის მომატებისთვის საჭიროა დამატებითი კორექცია ძლიერი სათვალით (+12D). კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები შემღვრეული ბროლის ხელოვნურით შეცვლას ემყარება. დღევანდელ დღეს, ყველაზე თანამედროვე და გავრცელებულ მეთოდად ითვლება – ფაკოემულსიფიკაცია. ინტრაკაფულური ექსტრაქცია აღნიშნული მეთოდი გულისხმობს შემღვრეული ბროლის ამოღებას თავის კაფსულასთან ერთად, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მრავალი გართულება. აღწერილი მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ბროლის იოგების გამოხატული სისუსტისას. მაგალითად, პოსტტრავმული კატარაქტისას, როდესაც ბროლის ჩანთის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია ქსტრაკაფსულური ექსტრაქციისას რქოვანაზე კეთდება ფართო განაკვეთი, საიდანაც ხორციელდება ბროლის ბირთვისა და მასების ექსტრაქცია. ბროლის ჩანთა რჩება ხელუხლებელი. მასში, შემღვრეული ბროლის ექსტრაქციის შემდეგ, ხელოვნური უკანა საკნის ბროლის ჩანერგვა ხდება. ეს ოპერაცია, გარკვეულწილად, უნარჩუნებს თვალს სწორ ანატომიურ აღნაგობას. თუმცა, დიდი განაკვეთისა და შესაბამისი ნაკერების არსებობის გამო, მოითხოვს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და ხშირად ყალიბდება პოსტოპერაციული ასტიგმატიზმი. ტონელური ექსტრაქცია ამ მეთოდით ხდება მცირე ტონელური განაკვეთის შესრულება, რომელსაც, სარქვლოვანი თვისების გამო, არ ესაჭიროება ნაკერების დადება. სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, შემღვრეული ბროლი თავისსავე ჩანთაში იშლება ფრაგმენტებად და მცირე განაკვეთიდან გამოიყოფა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წინა მეთოდით გამოწვეულ გართულებებს. ფაკოემულსიფიკაცია დღევანდელ დღეს მსოფლიოში კატარაქტის ექსტრაქციის ყველაზე ნაკლებტრავმულ და უსაფრთხო მეთოდათ აღიარებულია – ფაკოემულსიფიკაცია. იგი გულისხმობს კატარაქტის ექსტრაქციას ულტრაბგერის მეშვეობით. აღნიშნული ოპერეაცია არ იწვევს პოსტოპერაციულ ასტიგმატიზმს, არ საჭიროებს ნაკერების დადებას და უზრუნველყოფს თვალის სწრაფ ანატომიურ და ფუნქციურ აღდგენას. მიკროგანაკვეთიდან ულტრაბგერის ხელსაწყოს მეშვეობით ბროლის დაშლა და მისი გამოწოვა ხდება. შემდეგ, იგივე მიკროგანაკვეთიდან, ბროლის ჩანთაში, კუმშვადი ხელოვნური ბროლის ჩანერგვა ხდება. პროცედურა არ საჭიროებს ნაკერების დადებას და, გამოცდილი ქირურგის მეშვეობით, ამცირებს გართულებების შესაძლებლობებს. დღეს ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, თუმცა მისი უპირატესობა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობის არსებობისას ვლინდება: ოპერაციის ყველა ტექნოლოგიური ეტაპების ზუსტი დაცვით, მაღალი ხარისხის ხელსაწყოებით, ხელოვნური ბროლისა და ქირურგიული მასალების გამოყენებითა და, რაც მთავარია, ქირურგის მაღალი კვალიფიკაციით. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა