კუჭნაწლავის დიეტა 10 დღე გრძელდება. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და 5-7 კილოგრამი წონის დაკლება. დიეტის დროს მიიღეთ ვიტამინი С და რაც შეიძლება მეტი მინერალური (გაზგაშვებული) წყალი. ამ დიეტის აუცილებელი პირობაა: არ მოიხმაროთ შაქარი, მარილი, გაზიანი წყალი და პური .

პირველი და მეორე დღე არის ,,მშიერი’’ დიეტა - მოგიწევთ მთელი დღე მწვანე ვაშლის მირთმევა და საღამოს ერთი ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაის დალევა. მე-3 დღე საუზმე: წყალზე მოხარშული უმარილო და უშაქრო ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი. სადილი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, პომიდორი. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი. მე-4 დღე საუზმე: ჰერკულესისი ფაფა, ყავა. სადილი: ორი ვაშლი, ერთი ნაჭერი ლიმონი. ვახშამი: ვაშლი და ფორთოხალი. მე-5 დღე საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმნის წვენით, უცხიმო იოგურტით, 150 გ. ხაჭო, მინერალური წყალი. სადილი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეთით. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი მე-6 დღე საუზმე: ჰერკულესის ფაფა. სადილი: ჰერკულესის ფაფა. ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი. მე-7 დღე საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა. სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ვაშლი, 150 გ. ხაჭო. ვახშამი: კეფირი. მე-8 დღე საუზმე: ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ბოსტნეულის წვნიანი, 3 ვაშლი, ფორთოხალი. სადილი: კეფირი. ვახშამი: მოხარშული თევზი, 2 ფორთოხალი, ჩაი. მე-9 დღე საუზმე: კეფირი. სადილი: თევზი, ჩაი. ვახშამი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, ბრინჯი, 3 ვაშლი. მე-10 დღე საუზმე: კეფირი. სადილი: თაფლიანი ჩაი. ვახშამი: ბრინჯი, ფორთოხალი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ყურადღება! დიეტის დაცვა არ შეიძლება მძიმე სამუშოს შესრულების და ფიზიკური დატვირთვის დროს.