დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილებსა და ჩვილებს მათთვის იდეალური საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მათი ზრდისა და განვითარებისათვის. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეს.ძუძუთი კვება ერთერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად. მსოფლიოში 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიურად იკვებება ახალშობილთა და ...
5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის ერთი მესამედი განპირობებულია მალნუტრიციით (კვების ნაკლებობით), რომლის ორი მესამედი გამოწვეულია არასწორი კვების პრაქტიკით დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში. 6 თვის ასაკამდე ძუძუთი ექსკლუზიური კვების არარსებობა ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონამდე ჩვილის სიკვდილს იწვევს, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვების პრაქტიკის დანერგვით და ხელშეწყობით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, 2005-2010 წლების სტატისტიკური მონაცემებით, დაბადებიდან ერთ საათში ძუძუთი კვების დაწყებაში შეინიშნება დადებითი ტენდენცია ,ხოლო 3 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვების მონაცემები ცვალებადობს სხვადასხვა სიხშირით: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ძუძუთი კვების 10 ფაქტი: 1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია: ძუძუთი ექსკლუზიური კვება დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში.6 თვიდან რეკომენდირებულია ძუძუთი კვებასთან ერთად დამატებითი კვების დაწყება ორი წლის ასაკამდე. ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს 2 წლის ასაკის შემდეგაც. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში. ძუძუთი კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. სასურველია თავიდან ავიცილოთბოთლისა და მატყუარას გამოყენება. 2. ძუძუთი კვება - ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის საწინდარი: ძუძუთი კვება ახალშობილთა კვების იდეალური არჩევანია და ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ძუძუთი კვება უსაფრთხოა. რძე შეიცავს ანტისხეულებს, დაიცავს ჩვილებს ბავშვთა ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა: დიარეა და პნევმონია. აღნიშნული დაავადებები მიზანშეწონილია ასევე აღინიშნოს, რომ საქართველოში 2009 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ნუტრიციული კვლევის შედეგები თანხვედრაშია ზემოთ აღნიშნულ მონაცემებთან, რომლის თანახმად დაბადებიდან ერთ საათში დაწყებული ძუძუთი კვება აღინიშნება 66.3%. წარმოადგენენ ბავშვთა სიკდილობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს 3. ძუძუთი კვება ხელს უწყობს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძუძუთი კვება უზრუნველყოფს დედის ჯანმრთელობის ხელშეწყობას. 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვება არის შობადობის კონტროლის ბუნებრივი კონტრაცეპციული საშუალება. ამცირებს ძუძუსა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს, უფრო სწრაფად უზრუნველოყოფს დედის ორსულობამდე არსებული წონის დაბრუნებას, ასევე ამცირებს სიმსუქნის განვითარების რისკს. 4. ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვების მომავალში ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ჯანმრთელობას მომავალში. მოზრდილებს, რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით, აღენიშნებათ სისხლის დაბალი წნევა და სისხლში ქოლესტერინის დაბალი დონე, ჭარბი წონის, სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ აღენიშნებათ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი. 5. რატომ არა ადაპტირებული საკვები? ადაპტირებული საკვები, დედის რძისაგან განსხვავებით, არ შეიცავს ანტისხეულებს. ადაპტირებული საკვების გამოყენებასთან დაკავშირებულია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, რომელთა გადაცემაც ხდება წყლით, საკვები ფხვნილის არაუსაფრთხო წყალში გახსნის დროს. ასევე შეიძლება განვითარდეს მალნუტრიცია, თუ არ ხდება საკვების მომზადების ინსტრუქციის ზუსტი დაცვა. 6. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ძუძUთი კვება დედის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულმა დედებმა ძუძუთი ექსკლუზიურ კვებას, შესაძლებელია მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული, უსაფრთხო, დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ჩვილ ბავშვთა საკვები არ არის ხელმისაწვდომი. 7. დედის რძის შემცვლელების რეგულაცია დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის შესახებ საერთაშორისო რეგულაცია მიღებულ იქნა 1981 წელს. რომლის თანახმად: დედის რძის შემცვლელების ფორმულის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ძუძუთი კვების უპირატესობა და ინფორმაცია, შემცვლელების გამოყენების შემთხვევაში, ჯანმრთელობის რისკის შესახებ.დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უპირატესობის პროპაგანდა.დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უფასო ნიმუშების მიწოდება ორსულთათვის, დედებისა და მათი ოჯახებისათვის. დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უფასო დისტრიბუცია სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებში. 8. აუცილებელია დედათა მხარდაჭერა ძუძუთი კვების დაწყებამ ზოგიერთ დედას შეიძლება ისეთი პრობლემები შეუქმნას როგორიცაა: ძუძუს დვრილების ტკივილი, შიში იმისა, რომ არასაკმარისად აქვს რძე. სწორედასეთი პრობლემების მოგვარების მიზნით WHOUNICEF–ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხდება ძუძუთი კვების მხარდამჭერი სამშობიარო სახლების ჩამოყალიბება, სადაც კონსულტანტები ახალგაზრდა დედებს ეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. 9. დედათა მუშაობა და ძუძუთი კვება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ძუძუთი ექსკლუზიური კვების ხელშეწყობისათვის, სასურველია დედებს ჰქონდეთ შვებულება არანაკლებ 16 კვირისა. ასევე რეკომენდირებულია დედებს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, სამსახურში ან სამსახურთან ახლოს ჰქონდეთ უსაფრთხო, სუფთა სივრცე, რათა არ შეწყვიტონ ჩვილების ძუძუთი კვება 10. შემდეგი ნაბიჯი: ახალი საკვების დაწყება ჩვილი ბავშვის ზრდის მოთხოვნების შესაბამისად 6 თვის ასაკში დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოს ძუძუთი კვების პარალელურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით: � დამატებითი კვების დაწყების მიუხედავად, ძუძუთი კვება არ უნდა შემცირდეს � დამატებითი საკვები სასურველია მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა ბოთლით � საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი � საჭიროა გარკვეული დრო, რომ ბავშვები შეეგუონ შედარებით მყარი საკვების მიღებას. მასალა მოგვაწოდა "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა"
დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილებსა და ჩვილებს მათთვის იდეალური საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მათი ზრდისა და განვითარებისათვის. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეს.ძუძუთი კვება ერთერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად. მსოფლიოში 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიურად იკვებება ახალშობილთა და ...