აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი.

საუზმე: ა) 30 გ. ფანტელი რძით ; ბ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, შემწვარი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი; გ) ბანანის სენდვიჩი: ერთი ნაჭერი მსხვილად ნაფქვავი პური, ბანანის ერთი ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან რბილი ყველი; გ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, (თხლად წასმული მარგარინით), ერთი თოხლო კვერცხი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი. სადილი: ა) სალათის დიდი პორცია, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი ქათმით (50 გ. ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გ. გახეხილი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი; ან 75 გ. ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კიტრი); ბ) 200 გ. კარტოფილი ,,მუნდირში’’, შერეული სალათის დიდი პორცია, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გ. მოხარშული ლობიო და 25 გ. ყველი. ვახშამი: ა) ნებისმიერი დაბალკალორიული საკვები, შერეული სალათის დიდი პორცია; ბ) 150 გ. ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გ. შემწვარი, ან ,,მუნდირში’’ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეული; გ) 75 გ. მაკარონი კონსერვირებული პომიდორის სოუსით, ან 100 გ. მოხარშული ქათამი (ქათმის წვნიანთან ერთად), ან 75 გ. უცხიმო ლორი (ერთი ჭიქა იუგურტითა და სანელებლებით), ბოსტნეულის, ან ხილის სალათი. დესერტი: ბ) გამხმარი ბისკვიტის ორი დიდი ნაჭერი; ა) ატამის ერთი ნაჭერი;