განტვირთვის დღის მენიუ

საუზმე: ხილის სალათი, ჩაი ერთი ჩაის კოვზი შაქრით. სალათის რეცეპტი: კუბიკებათ დაჭერით ბანანა, ვაშლი, მსხალი, გაფცქვნილი ფორთოხალი და ორი კივი. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი იოგრურტი. სადილი: 100 გ. სპაგეტი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი. სამხარი: ვაშლი (ან სხვა ხილი) და ერთი ჭიქა ნებისმიერი წვენი. ვახშამი: ბადრიჯნის იტალიური ,,მობრაწული’’, ერთი ქილა ნატურალური იოგურტი. ,,მობრაწულის’’ რეცეფტი: რგოლებად დაჭერით ორი მცირე ზომის ბადრიჯანი და ჩააწყვეთ პირველ ფენად ტაფაზე, შემდეგ ზემოდან დაალაგეთ წრეებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ყველი (20-40 გ.). ზემოდან მოაყარეთ საფენელა და ნახევარი საათით შედგით ღუმელში (ტემპერატურა 150-1700). ღამე: ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან რძე.