ჭარბი ვიტამინები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ვიტამინების ჭარბად მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში და საზიანოა. ასეთ დროს ვითარდება ჰიპერვიტამინოზი. ყველაზე მეტად ადამიანის ორგანიზმში ჭარბობს A და D ვიტამინები. A ვიტამინი ანუ რეტინოლი სასარგებლოა კანისა და მხედველობისთვის, მაგრამ მისი ზედმეტად მიღება წარმოშობს ჰიპერვიტამინოზ A-ს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: კანის სიმშრალე, ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ A ვიტამინს არ შეუძლია ჰიპერვიტამინოზის გამოწვევა. ზედმეტი დოზა შეიძლება ბეტა-კაროტინისგანაც მივიღოთ. ის არის სტაფილოში, გარგარში, ატამში, ასევე, სხვა ნარინჯისფერ და წითელ ბოსტნეულსა თუ ხილში. ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია D ვიტამინი. ის ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, კალციუმის გადანაწილებას ძვლოვან ქსოვილში. მაგრამ მისი არასწორი მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს. მისი სიმპტომებია: სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება, ღებინება, არტერიული წნევის აწევა. ასევე, არ შეიძლება, B ჯგუფის ვიტამინების, PP ვიტამინებისა და წყალში ხსნადი C ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება. C ვიტამინი ეკრძალებათ კუჭის წყლულისა და ლორწოვანას ეროზიის, ასევე გასტრიტისდროს. გახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი მოიხმარს მხოლოდ იმ რაოდენობის ვიტამინებს, რომელიც მას იმ მომენტში სჭირდება, ხოლო ზედმეტი მაშინვე გამოიდევნება ორგანიზმიდან.