ეს დიეტა გათვლილია 14 დღეზე. ვისაც არ უყვარს კვერცხი, ამ დიეტის დაცვა გაუჭირდება. ორი კვირის განმავლობაში შეიძლება 4-5 კგ. დაკლება.  აზრები ამ დიეტის შესახება განსხვავებულია, მაგრამ მას ხშირად იყენებენ.

I,II დღე: სამჯერ დღეში ერთი მოხარშული კვერცხი, ჭიქა ყავა, ერთი ვაშლი. III დღე დილა- 2 კვერცხი; სადილი - 1 ნაჭერი საქონლის ხორცი; საღამოს - ერთი კვერცხი, ისპანახი. IV დღე დილა- 1 კვერცხი; სადილი - მოხარშული თევზი, ერთი პომიდორი; საღამოს - ორი კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა. V დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი - 2 კვერცხი, ერთი პომიდორი; საღამოს - შემწვარი თევზი (უცხიმო), ბოსტნეული ძმრით. VI დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი - ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი, კიტრი; საღამოს - ხბოს ხორცი (უცხიმო), ერთი პომიდორი, ყავა. VII დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი - ნახევარი წიწილა (შემწვარი ცხიმის გარეშე), ბოსტნეული; საღამოს - წიწილის მეორე ნახეარი, ერთი ვაშლი, ერთი ფინჯანი ყავა. მომდევნო კვირა მეორდება თავიდან.