ესოდენ დასანანია, როდესაც რაიმეს დროულად ვერ ვაკეთებთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება.

მხედველობის ინტენსიური განვითარება ბავშვის ზრდასთან ერთად, პირველივე წლებში ხდება. აქედან გამომდინარე, სწორედ 3-დან 7 წლამდე გამოვლენილი პრობლემის დროული და ადექვატური მკურნალობა, საუკეთესო შედეგს იძლევა. 7 წლის შემდეგ ბავშვის მხედველობის სისტემა დიდი დატვირთვით იწყებს მუშაობას და წარსულში ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, ამბლიოპია) იჩენს თავს. ასეთ ვითარებაში დაავადებასთან ბრძოლა უფრო რთულია, ვინაიდან ძვირფასი დროა დაკარგული და მკურნალობის კარგი შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შრომის გაწევაა საჭირო. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღებში მხედველობის გამოკვლევა ტარდება ნომინალურად, ხოლო დამოუკიდებლად ამ პრობლემის გამოვლენა რთულია. ნებისმიერი რეფრაქციის მანკის არსებობისას ბავშვი ვერ აღიქვამს, რომ ცუდად ხედავს. 12 წლის შემდეგ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, არ ექვემდებარება თერაპიას და იძულებული ვხდებით დაველოდოთ ბავშვის ზრდასრულ ასაკს, რათა მივმართოთ მხედველობის ლაზერულ კორექციას, ან სხვა ქირურგიულ მეთოდებს. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა