ბაქტერიული ქლამიდიოზი გადაეცემა სქესობრივი აქტის დროს.

ნიშნები და სიმპტომები: ქალებში: მცირეოდენი ვაგინალური გამონადენი, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში და სიცხე. მამაკაცებში: ფერმკრთალი გამონადენი სასქესო ორგანოდან, წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვისას. მკურნალობა: ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკებს. შენიშვნა: დაავადების ხანგრძლივმა ფორმამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ორგანოების ანთება და შემდგომში უშვილობა.