ამ ტიპის ვირუსი გადადის სქესობრივი და მჭიდრო ფიზიკური (მაგ.: კოცნა) კონტაქტის დროს.

სიმპტომები: დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები თითქმის არ არსებობს, ან ძლიერ ჰგავს გრიპის სიმპტომებს. დასაშვებია, ბოტკინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. მკურნალობა: ძირითადად იგულისხმება წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხის მიღება და, ზოგჯერ, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რათა თავი დავიზღვიოთ მეორადი ინფექციისაგან. შენიშვნა: B-ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის სექსუალური პარტნიორისა და ახლო ნათესავებისათვის რეკომენდებულია სათანადო აცრის ჩატარება. დაავადების ხანგრძლივი ფორმა იწვევს სერიოზულ პრობლემებს ღვიძლის მუშაობაში.