ავტომობილით მგზავრობის დროს ორსული ქალისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვედების სწორი გამოყენება. ღვედების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება საგზაო შემთხვევის დროს. ორსულს უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია ღვედების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით

- ღვედები უნდა გაკეთდეს მუცლის ზემოთ ან ქვემოთ და არა უშუალოდ მუცელზე; - გამოყენებული უნდა იყოს 3 ნაწილიანი ღვედები ზონარის მოთავსებით მუცლის ქვემო არეზე, ბარძაყებს შორის და დიაგონალურად მხრის დაფიქსირებით მუცლის ზემოთ სარძევე ჯირკვლებს შორის; მასალა მოგვაწოდა საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ ასათიანმა