დიეტის გრძელდება 13 დღე და დაიკლებთ, დაახლოვებით, 7-8 კილოგრამს. მე-14 დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი საკვები , მხოლოდ ზომიერად. ეს დიეტა მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და 3 წლის განმავლობაში წონაში არ მოიმატებთ. დიეტის ჩატარების პერიოდში აუცილებელია ვარჯიში და მასაჟი.

ორშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ. სადილი: 2 კვერცხი, 1 პომიდორი და მწვანილის სალათი. ვახშამი: დიდი ბივშტექსი მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში შემწვარი. სამშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროთ და ორცხობილით. სადილი: დიდი, შემწვარი ბივშტექსი მწვანე სალათითა და პომიდვრით. ვახშამი: სუფი. ოთხშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით. ვახშამი: 2 კვერცხი უცხიმო, ლორით. ხუთშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი: კვერცხი, 1 სტაფილო, ყველი. ვახშამი: ხილის სალათი, 1 ჭიქა კეფირი. პარასკევი საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონით. სადილი: თევზი (ერთი პორცია) და პომიდორი. ვახშამი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით. შაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი:უცხიმოდ შემწვარი ქათამი, მწვანე სალათა. ვახშამი: დიდი ბივშტექსი, მწვანე სალათა. კვირა საუზმე: ჩაი უშაქროდ. სადილი: ღორის, ან სხვა ხორცი შამფურზე, მწვანე სალათი. ვახშამი: რასაც ისურვებთ, მხოლოდ ზომიერად. სასმელი: მხოლოდ წყალი (ჩვეულებრივი, ან მინერალური). სტაფილო შეიძლება შეიცვალოს პომიდორით და პირიქით.