ალერგიული დაავადებები წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერებაზე (გარემოს ფაქტორები - მტვერი, საკვები პროდუქტები, მცენარეული მტვერი, ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები, ზოგიერთი მიკროორგანიზმი; მედიკამენტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები) განვითარებულ იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას. .

ალერგიული დაავადება, როგორც წესი გვხვდება მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე პირებში, თუმცა არსებობს რიგი ფაქტორებისა: ეკოლოგიური ფაქტორები, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევები, არასწორი კვება, საჭმლის-მომნელებელი სისტემისა და ფსიქო-ემოციონალური სფეროს დარღვევები, რომელიც ზრდის განვითარების რისკს და ამძაფრებს ალერგიის მიმდინარეობას. ძირითადი ჩივილები შესაძლოა იყოს: • საერთო: შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე, სიცხის შეგრძნება; • კანისმხრივი გამოვლინებები: ქავილი ან წვის შეგრძნება, კანის სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება. • განსაკუთრებული ფორმა – ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება). ის ვითარდება სწრაფად, სწრაფადვე მოიცავს განსაზღვრულ არეალს – უმეტესად სახეს, ტუჩებს, ენას, ქუთუთოს და ყურებს. • ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ლორწოვანი ან წყლისებრი გამონადენი, • ცრემლდენა, თვალის ქავილი და სიწითლე • ნაწლავის გაღიზიანება • შაკიკი მნიშვნელოვანია ბრონქულ ასთმა, რომელიც ხასიათდება რეციდიული ხველის შეტევების, ქოშინის, სულხუთვის, ხშირი ბრონქიტების არსებობით. აუცილებელია შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორების ძირფესვიანი გამოვლენა.