მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი ახლომხედველობით, ანუ მიოპიით არის დაავადებული. ახლომხედველებს უჭირთ შორ მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ნომრებისა და საგზაო ნიშნების წაკითხვა, სხვასასხვა ობიექტების გარჩევა, მაგრამ კარგად ხედავენ ახლო მანძილზე (წერა-კითხვა და სხვ.).

ახლომხედველობის სიმპტომები ახლომხედველებს ხშირად აქვთ თავის ტკივილი და მომატებული მხედველობით გამოწვეული დაღლილობა ავტომობილის ტარების, ან სპორტული თამაშების დროს. თუ თქვენ ზემოთაღნიშნული სიმპტომები გაწუხებთ სათვალის ან კონტაქტური ლინზების ტარებისას, მაშინ რეკომენდირებულია სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და ახალი სათვალის, ან კონტაქტური ლინზების შერჩევა. რა იწვევს ახლომხედველობას? ახლომხედველობა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძის მომატებასთან. ეს კი იწვევს იმას, რომ თვალში შემავალი სინათლის პარალელური სხივები ერთ წერტილში, ბადურას წინ, იკრიბება. მაღალი გართულებული ახლომხედველობა ახლომხედველობა თავისი გამოვლინებით არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებზე ნაკლებად ახდენს გავლენას - ის კორეგირდება სათვალით, კონტაქტური ლინზებით ან რეფრაქციული ქირურგიის მეშვეობით. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მიოპია იმდენად არის გამოხატული, რომ მას გართულებულს უწოდებენ. მაღალი გართულებული ან დეგენერატიული მიოპია, როგორც წესი, ვლინდება 12 წლის ასაკის ბავშვებში, რომელთაც თვალის კაკალი ზედმეტად დაგრძელებული აქვთ. მიოპიის ასეთი ტიპით მოსახლეობის 2% -მდე ადამიანია დაავადებული. თვალის დაგრძელება შეიძლება მატულობდეს ასაკთან ერთად, რის შედეგად იგი მუდმივი და გამოხატული მხედველობის დაქვეითებისკენ მიდის. მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა