ხაჭო (ცხიმ გამოცლილი), წითელი ბულგარული წიწაკა, ორაგული, შვრიის ფაფა, გოგრის თესლი, კაკაო, რძე (ცხიმ გამოცლილი), კაკაო, ნუში, მწვანე ჩაი...
ხაჭო (ცხიმ გამოცლილი) ამაგრებს გულს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას . არის კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის წყარო. წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. ჰიპერტონიკებმა ის შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა მიირთვან. დღეში 2 ცალი, ანაზღაურებს ორგანიზმის მოთხოვნილებას C ვიტამინში. ორაგული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების წყარო. ხელს უწყობს მაღალი წნევის დაწევას. კარგია თუ შეძლებთ მის მირთმევას კვირაში 3 ჯერ (100 -150 გრ ). შვრიის ფაფა უნდა იყოს ჰიპერტონიკების დილის რაციონში . გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მისი საშუალებით ორგანიზმი ღებულებს სელენს, რომელშიც არის უამრავი ბოჭკოვანა . გოგრის თესლი ანაზღაურებს ცინკის დეფიციტს ორგანიზმში და ხელს უწყობს ინფარქტის არიდებას. საკმარისია დღის განმავლობაში 20 გრამის მირთმევა. კაკაო აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას . მაგრამ საკმაოდ კალორიული სასმელია. კვირის განმავლობაში საკმარისია 1- 2 ჭიქა. რძე (ცხიმ გამოცლილი) შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს და აუმჯობესებს ჰიპერტონიკის მდგომარეობას . მწარე შოკოლად ამკვრივებს გულის კუნთს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და შეუძლია წნევის დაწევა. დიდი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. ნუში შეიცავს მონოცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას. მასში არის კალიუმი, მაგნიუმი, ვიტამინი E - ყველაფერი ის რაც საჭიროა წნევის დასაწევად. მწვანე ჩაი რეგულარული მიღების პირობებში ხსნის ქოლესტერინის საცობებს. მასში არის დიდი რაოდენობითანტიოქსედანტები , რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორგანიზმის დაბერებას.
ხაჭო (ცხიმ გამოცლილი), წითელი ბულგარული წიწაკა, ორაგული, შვრიის ფაფა, გოგრის თესლი, კაკაო, რძე (ცხიმ გამოცლილი), კაკაო, ნუში, მწვანე ჩაი...