სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მენჯით წინამდებარეობა

ვადამიტანილი ორსულობისას

ინტერვენციას მენჯით წინამდებარეობის დროს წარმოადგენს თავძე გარეგანი შემობრუნება, მოქსიბასტიონის გამოყენება (აკუპუნკტურის დროს) და პოზიციური მკურნალობა.

 

9 რკკ-ს 2 სისტემურ მიმოხილვაში შეფასდა თავზე გარეგანი მობრუნება მენჯით წინამდებარეობისას ვადამიტანილი ორსულობის დროს ან ვადამდე ადრე.
თავით გარეგანი მობრუნება გესტაციის 37 კვირამდე არ ახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას მენჯით წინამდებარეობაზე ორსულობის დრომდე მიტანის შემთხვევაში. ), ასევე არც საკეისრო კვეთის სიხშირეზე
თავზე გარეგანი შემობრუნება ვადამიტანილი ორსულობის დროს ამცირებდა მენჯით წინამდებარეობას 60%-ით, როდესაც შედარებული იყო ინტერვენციის ჩაუტარებლობასთან.


საკეისრო კვეთის მნიშვნელოვანი შემცირება ასევე აღნიშნული იყო თავძე გარეგანი შემობრუნების ჯგუფში თავზე გარეგანი მობრუნება ვადამიტანილი ორსულობის დროს ამცირებს არასწორ წინამდებარეობას მშობიარობის მომენტისათვის. უშედეგო მცდელობის ალბათობას ამცირებს პროცედურის დროს ტოკოლიტიკების გამოყენება. თავით გარეგანი მობრუნება დაკავშირებულია დედისა და ნაყოფის მხრივ რიგ გვერდით ეფექტებთან, რომელთა მინიმიზაცია შესაძლებელია პროცედურის დროს ნაყოფის მონიტორინგის გამოყენებით.


პოზიციური მკურნალობა თავით მობრუნების მიზნით მოიცავს რელაქსაციას მენჯის ამაღლებით. ეს ძირითადად მიიღწევა მუხლ-იდაყვის პოზიციის მიღებით ან ზურგზე წოლით მენჯის ამაღლებით სოლისებრი ბალიშის მეშვეობით. დედის პოზიციური ტექნიკა განხილული იყო რკკ-ის სიტემურ მიმოხილვაში არ აღინიშნა პოზიციური ტექნიკის ეფექტი არასწორი წინამდებარეობით მშობიარობის სიხშირეზე ექსპერიმენტალურ და საკონტროლო ჯგუფში ) არ გამოვლინდა განსხავება საკეისრო კვეთის სიხშირეებშიც მოქსიბასტიონის გამოყენება შესწავლილი იყო ერთ რკკ ში ექსპერიმენტალურ ჯგუფში თავით წინამდებარეობა მშობიარობის დროისათვის სტატისტიკურად სარწმუნო მეტი იყო.

 

გაურთულებელი ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობისას 36 კვირის ვადაზე უნდა ჩატარდეს თავით გარეგანი მობრუნება. გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები, რომლებიც იმყოფებიან მშობიარობაში ან აღენიშნებათ ნაწიბური საშვილოსნოზე, მისი მალფორმაცია, ნაყოფის მდგომარეობის გაუარესება, დარღვეული სანაყოფე ბუშტი, სისხლდენა და სხვადასხვა დავადებები.

 


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4