სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გულძმარვა წარმოადგენს ხშირ სიმპტომს ორსულობის დროს. ერთ დიდ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 607 ორსული ქალი, გამოვლინდა, რომ გულძმარვის სიხშირე იზრდებოდა ორსულობის ვადის მომატებისას და შეადგენდა 22%-ს პირველ, 39% მეორე და 72% მესამე ტრიმესტრში.

 

 

მკურნალობა გულძმარვის დროს მოიცავს ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას, ანტაციდებისა და ტუტოვანი მიქსტურების გამოყენებას, H2 რეცეპტორების ანტაგონისტებს და პროტონული დგუშების ინჰიბიტორებს, რაც საშუალებას იძლევა მჟავას რეფლუქსის შემცირებით გაუმჯობესდეს სიმპტომატიკა.

 

ცხოვრების სტილის გაუმჯობესება მოიცავს სხეულის სწორი პოზიციის შენარჩუნებას, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ, ძილს მაღალ ბალიშზე და დიეტის დაცვას, კერძოდ კი კვებას მცირე ხშირი ულუფებით, ცხიმიანი და კუჭის გამაღიზიანებელი საკვებისაგან, მაგალითად კოფეინისაგან თავის შეკავება.

 

ანტაციდები, რომლებიც ახდენენ ნაღვლის მჟავების ნეიტრალიზაციას, ასევე ეფექტურია გულძმარვის დროს. ჩატარდა რკკ, რომელშიც ანტაციდებით მკურნალობა შედარდა პლაცებო-მკურნალობასთან. გამოვლინდა, რომ ანტაციდებით მკურნალობის დროს ქალთა 80%-მა აღნიშნა Gგულძმარვასთან დაკავშირებული ტკივილების შემსუბუქება პლაცებო ჯგუფთან (13%) შედარებით H2 რეცეპტორების ბლოკატორები ან ანტაგონისტები, რომლებიც ამცირებენ მჟავის სეკრეციასა და მოცულობას, ასევე ეფექტურად მოქმედებენ გულძმარვის დროს და უსაფრთხოა დღეში ორჯერ - დილასა და შუადღეს მიღებისას.

 

მეტა-ანალიზმა (5 კოჰორტული კვლევა, ნ=593 ახალშობილი), რომელიც შეისწავლიდა პროტონის დგუშების ინჰიბიტორების - ომეპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოებას, გამოავლინა მისი კავშირი ნაყოფის სიმახინჯეების განვიტარებასთან. ამიტომ, ომეპრაზოლის ანოტაციაში მითითებულია ორსულობის დროს მისი შესაძლო ტოქსიურობის შესახებ, რაც გამოვლინდა ცხოველებზე ექსპერიმენტებში და მოცემულია რეკომენდაცია ორსულობის დროს მისგან თავის შეკავებისაგან, თუ არსებობს სხვა ალტერნატივა.



მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player