სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გულისრევა და ღებინება ორსულობის დროს

გულისრევა არის ორსულობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი სიმპტომი და გვხვდება ორსულობის I ტრიმესტრში შემთხვევათა 80-85%-ში.

 

ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება იმ ორსულებში, რომელთაც შეუჩერებელი ღებინების გამო უვითარდებათ სითხეებისა და ელექტროლიტების დისბალანსი ორსულობის ადრეულ ვადებზე. ეს მდგომარეობა იშვიათია და გვხვდება 3,5/1000 შემთხვევაში და ძირითადად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
ქალთა უმრავლესობაში გულისრევა და ღებინება აღნიშნება სიბოლო მენსტრუაციის შემდეგ 8 კვირის განმავლობაში (94%) და მხოლოდ ერთი მესამედი (34%) აღნიშნავს სიმპტომებს ბოლო მენსტრუაციის შემდეგ 4 კვირის თავზე. ქალთა უმრავლესობა (87-91%) აღნიშნავს სიმპტომების გაქრობას გესტაციის 16-20 კვირაზე და მხოლოდ 11-18% აღნიშნავს გულისრევას და ღებინებას დილაობით.


გულისრევისა და ღებინების დროს რეცეპტის გარეშე შესაძლებელია, კოჭასა ან ჯანჯაფილის, აკუპუნქტურისა და B-ვიტამინის დანიშვნა. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებიდან შესაძლებელია ანტიჰისტამინური საშუალებებისა და ფენოთიაზიდების გამოყენება.


ანტიემეზური პრეპარატები აქვეითებენ გულისრევასა და ღებინებას ორსულობის ადრეულ ვადებზე. არსებობს მტკიცებულებები მათი გვერდითი ეფექტების შესახებ, მაგრამ რკკ-დან გამომდინარე მტკიცებულებები ნაყოფზე მათი ზემოქმედების შესახებ მცირეა. თანამედროვე მიდგომით გულისრევის ინტენსიობის დასაქვეითებლად გამოსაყენებელი სამკურნალო პრეპარებიდან ყველაზე ეფექტურია პირიდოქსინის გამოყენება (ვიტამინი B6). აკუპუნქტურის გამოყენებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები არა ერთმნიშვნელოვანია. დაკვირვებითმა კვლევებმა არ გამოავლინა ზემოთ აღნიშნული ინტერვენციების ტერატოგენული ეფექტი

 

კოჭა (ჯანჯაფილი) დღეში ოთხჯერ 250 მგ-ის რაოდენობით, P6 აკუპუნქტურა (Nეიგუან) და ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობა აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიხშირეს. ასევე ეფექტურია პირიდოქსინის (ვიტამინ B6) გამოყენებაც, თუმცა არსებობს ეჭვები ვიტამინი B6-ის ტოქსიურობასთან დაკავშირებით. ციანკობალამინი (ვიტამინი 12) ეფექტურია გულისრევისა და ღებინების შემსუბუქებისათვის, თუმცა არ არსებობს მონაცემები მისი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

გულისრევა და ღებინება შემთხვევათა უმრავლესობაში თავისით გაივლის 16-20 კვირაზე, ორსულობაზე რაიმე უარყოფითი ზეგავლენის გარეშე, ამიტომ რეცეპტით გასაცემი პრეპარატების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სიმპტომატიკა ძლიერ არის გამოხატული ან ძალიან შემაწუხებელია ორსულისათვის.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4