სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ იგრძნოთ საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. მოდით ვისაუბროთ მშობიარობის მოახლოების ნიშნებზე.



ნაყოფი ღრმად ჩადის მენჯში და შესაბამისად დაბლა ჩამოდის საშვილოსნოს ფუძე. სუნთქვა თქვენთვის უფრო იოლდება.თუ პირველად მშობიარობთ, იცოდეთ, თქვენი დროც მალე მოვა.საშვილოსნოს ყელი რბილდება. ექიმები ხშირად ახდენენ ყელის პალპატორულ გამოკვლევას, მაგრამ ყელის "მომწიფებით" ყოველთვის არ შეიძლება მშობიარობის დაწყების ვადაზე საუბარი

წინა დღეებში შეიძლება შემდეგი ნიშნები გქონდეთ:

1. მცირე სისხლიანი გამონადენი
2. ლორწოვანი "საცობის" გამოვარდნა
3. წონაში მცირე კლება
4. განავლის გათხელება
5. ჭამის მადის მომატება
6. "ბუდობის ინსტინქტის" გამოვლენა (ჩნდება წყნარი, მოფარებული ადგილის ძებნის და იქ დასვენების სურვილი),მაგრამ ეს ნიშნები ზუსტად სულაც არ მიანიშნებს მშობიარობის დაწყების მომენტს. ცოტაც გაუძელით, მალე ყველაფერი დამთავრდება.

ნაყოფის პირველი განავალი, ანუ მეკონიუმი (გახსოვთ?), ჩვეულებრივ ჩნდება დაბადებიდან პირველ დღე–ღამეში. ნაყოფთა დაახლოებით მესამედი მეკონიების გამოყოფას ახდენს მშობიარობის წინ პირდაპირ სანაყოფე წყლებში. ხშირად ეს ხდება ჟანგბადის ნაკლებობის გამო, რომელსაც ნაყოფი განიცდის ორსულობის ბოლო კვირებში. სანაყოფე წყლებთან ერთად მეკონიები შეიძლება მოხვდეს ნაყოფის ფილტვებშიც. თუ თქვენს სანაყოფე წყლებში მეკონიები აღმოჩნდა, ექიმები სამშობიარო დარბაზშივე ატარებენ სპეციალურ ღონისძიებას – ლავაჟს. ეს იმისათვის კეთდება, რომ გაიწმინდოს ბავშვის ბრონქები და ნაკლები პრობლემები იქნეს ნეონატალურ პერიოდში.

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player